ფორთოხალი

იმის გარდა, რომ ეს ძალიან პოზიტიური ხილია, ეფექტური ფერითა და გემოთი, აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას. ამ სეზონზე თქვენ შეგიძლიათ ფორთოხალი დიდი რაოდენობით მიიღოთ, რადგან მას შეუძლია თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი. შემოგვიერთდით და გაიგეთ მისი დადებითი მხარეების შესახებ: 1- სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი- სავსეა ციტრუსის მჟავებით, მისი წყალობით კი შეუძლია ებრძოლოს რამდენიმე სახეობის კიბოს. მათ შორისაა- კანის, მკერდის, ფილტვის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის. 2- ფილტვების ჯანმრთელობა- ფორთოხლის წვენის რეგულარული სმა დაგეხამრებათ გააუმჯობესოთ ფილტვების ჯანსაღი ფუნქციონირება. მასში შემავალი ვიტამინების წყალობით კი თქვენ კენჭოვანი დაავადებების წარმოქმნის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. აუიცლებლად ეცადეთ მიიღოთ ფორთოხალი ფრეშ წვენების სახით ან დაწურეთ ის თქვენ თვითონ, სახლის პირობებში. კონცენტრირებულმა და შაქრის შემცველმა წვენებმა შესაძლოა პირიქით, გააუარესონ თქვენი ჯანმრთელობა, გამოიწვიონ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა. 3- დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს- იმის გამო, რომ ეს ციტრუსი მდიდარია ბოჭკოთი, ის აბალანსებს სისხლის შემადგენლობას და დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს. 4- განაპირობებს გულის სიჯანსაღეს- მდიდარია კალიუმითა და ელექტროლიტური მინერალებით, რომელთა წყალობითაც უმჯობესდება გულის ფუნქცია. კალიუმის დეფიციტმა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს რითმის დარღვევა ანუ არითმია. 5- დაგიცავთ ქრონიკული დაავადებებისგანაც- შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომლის წყალობითაც აძლიერებს ორგანიზმს და გიცავთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებისგან. 6- ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ- ალბათ ბევრისთვის გასაკვირი არც არის, რადგან ციტრუსთა უმეტესობა მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს, თუმცა ფორთოხალი მასში შემავალი პოლიფენოლური ნივთიერებების წყალობით ეფექტურად დაგიცავთ ვირუსული ინფექციების განვითარებისგან. 7- აუმჯობესებს შეკრულობას- მასში შემავალი სპეციალური ბოჭკოს წყალობით, ფორთოხალი ასტიმულირებს საჭმლის მომენელებელ სისტემას, შესაბამისად უმჯობესდება კუჭის მოქმედება და მასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. 8- აუმჯობესებს მხედველობას- მასში შემავალი A ვიტამინის წყალობით ფორთოხალი დაგიცავთ თქვენ მხედველობასთან დაკავშირებული ასაკობრივი პრობლემებისგან. 9- არეგულირებს წნევას- ფლავონოიდები, რომელიც ამ ხილში საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვება დაბლა წევენ მაღალ არტერიულ წნევას, ხოლო მაგნიუმი არეგულირებს მას. 10- იცავს კანს- მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით ფორთოხლის რეგულარული გამოყენება იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭების გაჩენისგან.
Comments