სასარგებლო რეცეპტი იმუნიტეტის ასამაღლებლად
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_f3cd4eaf6c674ec9b1c4694f4e379e56.jpg/v1/fill/w_800,h_420,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_f3cd4eaf6c674ec9b1c4694f4e379e56.jpg)
ვირუსებისა და ცივი ამინდების ფონზე გთავაზობთ ძალიან სასარგებლო რეცეპტს იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიტამინების ბომბი აკადემიკოს ამოსოვისგან აკადემიკოსი ამოსოვი ამ რეცეპტს ურჩევდა ყველა პოსტოპერაციულ პაციენტს ორგანიზმის სწრაფად აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. და თუკი ადამიანი ჯანმრთელია? ამ “ვიტამინების ბომბის” სარგებლობა შეუფასებელია! ამოსოვის პასტის რეცეპტი: ინგრედიენტები: 500 გრ ქიშმიში; 500 გრ კურაგა; 500 გრ ლეღვი (შეგიძლიათ ჩირიც); 500 გრ შავი ქლიავის ჩირი; 500 გრ თაფლი; 2 ჭიქა ნიგოზი; 1 ლიმონი კანიანად. მომზადების წესი: 1. ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ან დააქუცმაცეთ კომბაინში და დაუმატეთ 500 გრ თაფლი 2. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გაანაწილეთ ქილებში. 3. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადო იდეალურია მოსწავლეებისთვის მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებისთვის, სპორტსმენებისთვის და ასაკოვნებისთვის.
Comments