როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს სახეს დავუბრუნოთ ახალგაზრდობა და სინატიფე!!!
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_1ce1eedbe1e54486b7d19ef2f9957abf~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_533,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/109a1e_1ce1eedbe1e54486b7d19ef2f9957abf~mv2.jpg)
რეკომენდაცია I სახის კანის დარბილებისათვის დილით დაბანის მაგივრად სახე უნდა დავისველოთ და მსუბუქი მასაჟი გავიკეთოთ ყინულის ნაჭრებით. ეს ნაჭრები შეიძლება მომზადდეს შემდეგი მცენარეების ნაყენებისგან: გულყვითელა (კალენდულა), ცაცხვის ყვავილი, გვირილა (2 ს/კ 2 ჭიქა წყალზე). ავადუქღოთ, გავაჩეროთ 15 წთ ნელ ცეცხლზე.
რეკომენდაცია II თუ სახის კანი გექერცლებათ, ისარგებლეთ შემდეგი გამწმენდი პროცედურით. მოამზადეთ ცაცხვის ნაყენი: 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 100 გრ ცივი წყალი, აადუღეთ გააჩერეთ 15წთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ყვავილის თაფლი. ამ შემადგენლობით კარგად დაისველეთ გაწმენდილი სახის კანი და კისერი მთელი კვირის განმავლობაში. პროცედუროს ჩატარება უმჯობესია მწოლიარე მგომარეობაში, მაქსიმალურად მოადუნეთ სხეული.
რეკომენდაცია III გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. მთელი მასა გულმოდგინეთ აურიეთ, სახეზე წაისვით. ნიღაბი გაიჩერეთ 15 - 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.
ჭორფლი და პიგმენტური ლაქები
რჩევა I მათ მოსაცილებლად შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი შემდეგი რეცეპტით: კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ლიომონის წვენს. ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 0,5 ჩაის ჭიქა ოდეკოლონი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინოდთ სახე დაწოლის წინ.
რჩევა II აიღეთ 1 ყავის ფინჯანი მოხარშული ლობიო, ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2-3 კოვზი მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის). შემთბარი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ-ის განმავლობაში. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივი წყალი შეისხით.