როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახიდან
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_80dc00868cb94c9cb9371bcece84782a.jpg/v1/fill/w_620,h_413,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_80dc00868cb94c9cb9371bcece84782a.jpg)
კომედონები (შავი წერტილები) ჩნდება ცხიმის დამჟავების შედეგად, რომელიც ავსებს სახის კანის ფორებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა ამწვავებს პრობლემას, რითაც აჩქარებს შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს. სამწუხაროდ, კომედონებისგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწება არ გამოვა: თუ შავი წერტილები "დასახლდნენ" თქვენს სახეზე, მაშინ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგიწევთ მათთან ბრძოლა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სახის კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ ხალხური მეთოდების გამოყენებით. 1 დილაობით, ხელ-პირი დაიბანეთ მხოლოდ გრილი წყლით. 2 საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ მთელი კოსმეტიკა, მსუბუქი უცხიმო ტონიკის დახმარებით. 3 მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ფორების ცხიმისგან გასაწმენდად, კვირაში ერთხელ გაიკეთეთ პილინგი. შვრიის ფანტელები (ხლოპიები) და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ სუფთა თბილი წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი სქელი მასის მიღებამდე. შხაპის შემდეგ (დაორთქლილ გაწმენდილ სახის კანზე) წაისვით მომზადებული ნაზავი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. საჭიროა სიფრთხილე, რათა არ გაწელოთ და არ დააზიანოთ კანი. ცოტათი უფრო თამამად შეიზილეთ შავი წერტილების წარმოქმნის ადგილებში. ამ პროცედურია მიზანია ყველაფერი ზედმეტის მოცილება და არა ფორების ფაფით ამოვსება. სახე გაისუფთავეთ თბილი წყლით, შემდეგ კი შეისხით ცივი წყალი ან მიიდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. კანის დასამშვიდებლად წაისვით მსუბუქი მკვებავი კრემი.
Comments