top of page

ნიორის 10 ჯადოსნური თვისება


ავად გახდომას თავი რომ ავარიდოთ, იმუნიტეტი უნდა გავაძლიეროთ, რადგან გაციების გამომწვევი ვირუსებისგან ხშირად ძლიერი ანტიბიოტიკებიც ვერ გვიხსნიან. საუკეთესო ბუნებრივი იმუნომოდულატორი კი სწორედ ნიორია. დღეს ის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. დღეში მირთმეული რამდენიმე კბილი ნიორი შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ.

თუ მაინც გახდით ავად, ისუნთქეთ ნიორი. მას დაახლოებით 20 სანტიმეტრის მანძილზე თქვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსებისა და მიკრობების, დაავადების გამომწვევი ყველა ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამასთან ტოქსიკურ მოქმედებასაც არ ახდენს. დაავადების საწყის ეტაპზე დასამარცხებლად, ხველისა და პნევმონიის განსაკურნად, უნდა მოამზადოთ ასეთი ნაყენი: ერთი ჭიქა რძე დაასხით წვრილად დაჭრილ 4 კბილ ნიორს. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, გაწურეთ და გემოვნების მიხედვით დაუმატეთ თაფლი ან კარაქი. ეს ნაყენი დღეში 3–4–ჯერ, ცხლად, პატარა ყლუპებით დალიეთ.

ორგანიზმის ისეთი მძიმე, მავნებელი ნივთიერებებისგან გასათავისუფლებლად, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი ერთი კბილი ნიორის მირთმევაც საკმარისია. ბუნების ამ საჩუქარს სისხლძარღვების გაწმენდისა და ათეროსკლეროზის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აქვს. სამი თვის განმავლობაში ნიორის გამოყენებით ქოლესტერინის 20%–ის გაქრობა შეიძლება. თუ გინდათ მუდმივად ფორმაში იყოთ, ყოველდღე მიირთვით რამდენიმე კბილი ნიორი. ნიორი მიკროელემენტებისა და ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის წყალობით, პოლივიტამინების საუკეთესო ბუნებრივი კომპლექსია. მასში შედის უიშვიათესი ნივთიერებები, მაგალითად, გერმანიუმი და გოგირდი. სისხლში ტრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და ვენების გასამაგრებლად, სასარგებლო იქნება ასეთი წამლის მიღება: 250 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ და მიღებულ მასას დაასხით 350 გრამი ახალი თაფლი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთთან და 7 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას დადეთ. ნივთიერების, სახელად ადენოზის წყალობით სისხლში ტრომბოციტების რაოდენობა ნორმალიზდება, სისხლი კი არ დედდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჰემოროით, ტრომბოფლებიტით, ვარიკოზებით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს. წამალს თვენახევრის განმავლობაში დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე ერთი სუფრის კოვზის ოდენობით სვამენ.

ნიორი ორგანიზმის ზოგად ტონუსს, შრომისუნარიანობას, სინამდვილის აღქმის სიმძაფრეს, ცხოვრებისადმი ინტერესს ამაღლებს. ნივრის კბილების დაჭყლეტის დროს წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერება – ალლიქსინი, რომელიც სტრესისადმი მდგრადობასს ზრდის და ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან იცავს. თუ გინდათ ყურადღების კონცენტრირების ამაღლება, შემოქმედებითი უნარების გაძლიერება, აზროვნების პროცესის გააქტიურება, მეხსიერების გაუმჯობესება – აუცილებლად უნდა მიირთვათ ნიორი. ის თავის ტვინის უჯრედებს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს და მის სისხლძარღვებს ასუფთავებს. ნიორი ახალგაზრდობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ესაა საუკეთესო ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილებს ელასტიურობას უნარჩუნებს. რეცეპტი, რომლის გარკვეული სქემით მიღებაც ადამიანს 5–15 წლით აახალგაზრდავებს, უძველესი დროიდან არის ცნობილი. „ახალგაზრდობის ელექსირში“ შედის ნიორი, სპირტი, თაფლი და პროპოლისის ნაყენი. კანის ლამაზი ფერის, ჯანმრთელი და სუფთა კანის შესანარჩუნებლად უნდა მიიღოთ ნიორის ასეთი ნაყენი: აიღეთ ერთი თავი ნიორი და ნახევარი საათი ხარშეთ ღვინოში. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და ბნელ ადგილას დადეთ. ყურადღება: ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ ახალმთვარეობისას და ეს წესი ძალიან მკაცრად დაიცვათ. ნაყენს იღებენ 3 ან 4 დღის განმავლობაში, სამჯერ დღეში თითო ჩაის კოვზის ოდენობით. ეფექტის გაუმჯობესებისთვის გაწურეთ სამი ლიმონი და წვენი შეურიეთ 50 გრამ დაქუცმაცებულ ან დანაყილ ნიორს. 1 ჩაის კოვზი ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსნილი დილაობით უნდა მიირთვათ. ამ ტიპის მკურნალობა ორგანიზმს ტოქსინების გამოძევებაში ეხმარება, კაპილარების დონეზე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობას ზრდის. ნიორის ჭამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაშიც. ეს პროდუქტი წვავს შაქარს, ამცირებს ტკბილეულის მიღების სურვილს, ახანგრძლივებს დანაყრების გრძნობას და ეხმარება ადამიანს წონის ნორმაში შენარჩუნებაში მოწევისთვის თავის დანებების დროს.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page