top of page

გლინტვეინი


ცხლად შეზავებული ღვინო ახალი წლის ცივი ღამისთვის. ღვინო ჩვენი საყვარელი სასმელია,ამ რეცეპტით თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს და ჯადოსნურ არომატს მოაფრქვევთ საახალწლოდ გაშლილ მაგიდაზე. ეს უგემრიელესი გლინტვეინი ზამთრის სუსხიან ღამეს გულის სიღრმემდე გაგათბობთ ყველას! გამოდის 12 ჭიქა გლინტვეინი; დრო მოსამზადებლად: 1 საათი და 20 წუთი. ინგრედიენტები: 2 ცალი ფორთოხალი 2 x 750მლ წითელი ღვინო 750მლ თეთრი ღვინო 1 ცალი 7სმ სიგრძის ახალი კოჭა(ჯანჯაფილი) 3 ჩხირი დარიჩინი 1/2 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი 1/3 ჭიქა (60გ) ყავისფერი შაქარი, უფრო მეტი -გემოვნებით პირველი ეტაპი: ბასრი დანით ან ბოსტნეულის სათლელით ფორთოხალს ფრთხილად მოაცილეთ კანი ზოლებად. შემდეგ დიდ და ღრმაძირიან ქვაბში ჩაწურეთ მათი წვენი. იმავე ქვაბში ჩაასხით წითელი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჩაუმატეთ ფორთოხლის კანის ზოლები, გათლილი და თხლად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირები, მიხაკი და ყავისფერი შაქარი. მოურიეთ შაქრის გასალღობად. მეორე ეტაპი: ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ! დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ქვაბი 1 საათით, რომ კარგად შეზავდეს ღვინო. უფრო მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ გემოვნებით ჩაუმატოთ ყავისფერი შაქარი. ბოლოს გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში. მიირთვით ცხლად, დატკბით და გათბით!

Comentários


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page