როგორ ვიცხოვროთ ჯანმრთელად–10 წესი
- Eka Gokadze
- Nov 5, 2016
- 1 min read

იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და დღეგრძელები, გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან 10 რჩევას.
1 უპირატესობა მიეცით ცილებიან საკვებს, რადგან ის სიცოცხლის წყარო, უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი და ორგანული პროცესების რეგენერატორია.
2 ერიდეთ ნახშირწყლებს და ცხიმებს, რადგან ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გართმევთ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას.
3 აღკვეთე ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს უზომოდ წევა.
4 აქტიურად მისდიეთ სპორტის იმ სახეობას, რომელსაც აირჩევ; ნუ გამოტოვებ კვირის ნურც ერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე.
5 ივარჯიშე და გაიძლიერე ფილტვები, რათა გაიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით - ჟანგბადით.
6 დაიმორჩილე და დაამარცხე ნერვიულობა, სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი.
7 წელიწადში ორჯერ მიიღე რჩევა შენი თერაპევტისა და სტომატოლოგისგან.
8 მიიღე ვიტამინები საკვების ან აბების სახით, რადგან ის სიცოცხლის ნაპერწკალია.
9 მიეცი საშუალება სხეულს ძილის დროს ისე დაისვენოს, რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა.
10 ყოველგვარი საქმიანობისას, სმა-ჭამა იქნება ეს თუ გართობა, ზომიერებას ნუ გადახვალ.
Comments