top of page

რეჰანის ეთერზეთი


რეჰანის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერზეთი ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, მატონიზირებელი, სპაზმოლიტური, ანტიდეპრესიული, ანტიტოკსიქური მწერების ნაკბენისას. ეფექტური საშუალებაა პრობლემური და გაღიზიანებული კანის, დერმატოზის, რესპირატორული დაავადებების, თავის და კბილის ტკივილის, პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს, აგრეთვე გონებრივი გადაღლის, დეპრესიის, უძილობის დროს. ხელს უწყობს ყნოსვის აღმდგენას ხანგრძლივი სურდოს შემდგომ.

ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია ინსტრუქციაში.

მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე:

რეჰანი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო, ჯანსაღი და აუცილებებლი მცენარეა. მისი შეტანა რეკომენდირებულია ყოველდღიურ რაციონში.

რეჰანის სასარგებლო თვისებები ევროპელებმა დროულად შეისწავლეს და ამიტომაც შეიტანეს რამოდენიმე დასახელების ანტიბიოტიკის შემადგენლობაში.

რეჰანი კარგია სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად, მას ჩაის სახით იღებენ (ორი ტოტი ჩადეთ ჩაის ჭიქაში დაასხით ადუღებული წყალი და 5 წუთის შემდეგ მიირთვით, მხოლოდ დილით ან დღისით, ძილის წინ არ დალიოთ რადგან ძალიან აფხიზლებს, ყავაზე 10-ჯერ ძლიერი გამამხნევებელია და ენერგიის წყაროა)

იგი შველის ყურის ინფექციებსაც, მისი ზეთის ყურში ჩაწვეთება ნებისმიერ რთულ ინფექციას ჰკურნავს.

რეჰანის ნახარში ხველებისა და სასქესო ორგანოების ანთების დროს არის უებარი საშუალება, აგრეთვე აქრობს გულისრევის შეგრძნებას (მგზავრობისას მისი ღეჭვა გაგათავისუფლებთ თავბრუსხვევისა და გულისრევისაგან), ამცირებს სტრესის დონეს, ამშვიდებს და აწყნარებს განერვიულებულ ადამიანს.

რეჰანი აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემასაც და აწყნარებს მუცლის ტკივილს. ბუნებაში გასვლისას რეჰანის თან ქონა დაგიცავთ მწერებისაგან.

გარდა ჩამოთვლილი სიკეთეებისა რეჰანი შეიცავს C B2 და PP ვიტამინებს, აგრეთვე სხვა სასარგებლო მინერალებს.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page