top of page

როზმარინის ეთერზეთი


როზმარინის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერზეთი იგი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას, გამოიყენება დამწვრობის დროს. ეფექტურია პრობლემური, ცხიმიანი და ფორებიანი კანის, დერმატიტების, ნაწიბურების, შრამების, ფურუნკულების დროს, ვარიკოზული ვენების, ფლებიტის, ცელულიტის საწინააღმდეგოდ. კარგია ბრონქიალური ასთმის, ბრონხიტის, გაციებების დროს, არის ძლიერი ნაღვლმდენი საშუალება.

ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია ინსტრუქციაში.

მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე:

ელინმა ექიმებმა იცოდნენ, რომ “როზმარინი ათბობდა ადამიანს შიგნიდან”, გამოჰყავდა ის დეპრესიიდან, კურნავდა როგორც სულს, ისე სხეულს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სჯეროდათ, რომ როზმარინის ზეთს შეეძლო განეკურნა ისეთი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, გული.

თანამედროვე მედიცინა დღესაც აქტიურად იყენებს როზმარინს სამკურნალოდ. მისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენს, მალამოებს და სხვა სამკურნალო პრეპარატებს.

– როზმარინის ზეთს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის დაავადების დროს. – თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად როზმარინის თბილი ზეთი შეიზილეთ თმის ძირებში (4 წვეთი 10 მლ). როზმარინის ზეთით რეგულარული თავის კანის მასაჟი ხელს უშლის თმის ნაადრევად გაჭაღარავებას, ქერტლის წარმოქმნას. – სტომატიტისა და პირიდან უსიამოვნო სუნის დროს 200 მლ წყალს დაამატეთ 1 წვეთი როზმარინის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუში. – თავისა და კუნთების ტკივილის, რევმატიზმისა და ართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაიზილეთ როზმარინის ზეთით. – ალერგიის, ანგინის, გაცივებისა და გრიპის დროს როზმარინის ზეთის ინჰალაცია აიოლებს სუნთქვას. – როზმარინის ზეთი ანტისეპტიკურია და ასთმის დროს ძალიან ეფექტიანად ხსნის სპაზმებს. – როზმარინი გამოიყენება მეტეორიზმისა და კუჭის სპაზმების დროს

– დაღლილობისა და დეპრესიის დროს დაყნოსეთ როზმარინის ზეთი, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

თუმცა, როზმარინის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. არ შეიძლება როზმარინი (ნებისმიერი სახით) მიიღონ ფეხმძიმეებმა, მეძუძურმა დედებმა. როზმარინით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page