top of page

მხოლოდ ერთი 4-წუთიანი ვარჯიში – და თქვენ სრულიად სხვა სხეული გაქვთ!


გთავაზობთ, მიიღოთ გამოწვევა, რომელიც უამრავმა ადამიანმა გაიარა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სრულიად გარდაიქმნა სხეულის ფორმები! სხეულის გასამკვრივებლად და სხვადასხვა ადგილიდან ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად იდაყვებზე დგომა, ე.წ. ხარიხა ითვლება. როგორც ახალბედამ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს ვარჯიში ზედმეტად მარტივია იმისათვის, რომ სხეულს ფორმები შეუცვალოს და მოგაშოროთ ზედმეტი ცხიმი მუცლიდან, ზურგიდან, თეძოებიდან და კიდურებიდან, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! – "ხარიხა" სტატიკური ვარჯიშია, რომლის დროსაც მუშაობს სხეულის თითქმის ყველა კუნთი. ამ ვარჯიში-პოზის ამოცანაა, გაზარდოთ დრო თანდათანობით და შეასრულოთ ის 4 კვირის განმავლობაში. პირველ დღეს 20 წამით იწყებთ, ხოლო ბოლოს ადიხართ 4 წუთზე. შედეგად თქვენი სხეული მკვრივდება, იძენს ლამაზ ფორმებს, კუნთები იკვეთება და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ხდებით.

ამ ვარჯიშის შესასრულებლად აუცილებელია მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. სხეულის ზედა ნაწილმა სწორი ხაზი უნდა შექმნას, როცა იდაყვებზე და ფეხის ცერებზე დადგებით.

შეზნიქეთ მუცელი, თავი გეჭიროთ სწორად, დაჭიმეთ დუნდულები და არ მოდუნდეთ საჭირო დროის გასვლამდე. თანაბრად გადაანაწილეთ სხეულის სიმძიმე ხელის იდაყვებზე და ფეხის ცერებზე ისე, რომ შეინარჩუნოთ ბალანსი. ერთი სიტყვით, ვარჯიშის ამოცანაა, დაჰყოთ ასეთ ჰორიზინტალურ პოზაში მდგომმა საჭირო დროის განმავლობაში.

როცა სწორად გაჩერებას ისწავლით, დაგრჩებათ მხოლოდ ის, რომ ნელ-ნელა გააუმჯობესოთ შედეგი და ისწრაფვოთ 28 დღის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღებად.

28-დღიანი სქემა:

დღე 1 – 20 წამი; დღე 2 – 20 წამი; დღე 3 – 30 წამი; დღე 4 – 30 წამი; დღე 5 – 40 წამი; დღე 6 – დასვენება. დღე 7 – 45 წამი; დღე 8 – 45 წამი; დღე 9 – 60 წამი; დღე 10 – 60 წამი; დღე 11 – 60 წამი; დღე 12 – 90 წამი; დღე 13 – დასვენება. დღე 14 – 90 წამი; დღე 15 – 90 წამი; დღე 16 – 120 წამი; დღე 17 – 120 წამი; დღე 18 – 150 წამი; დღე 19 – დასვენება. დღე 20 – 150 წამი; დღე 21 – 150 წამი; დღე 22 – 180 წამი; დღე 23 – 180 წამი; დღე 24 – 210 წამი; დღე 27 – 240 წამი; დღე 28 – გაჩერდით იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ.

დასაწყისში, 20 წამის დროს თქვენ იგრძნობთ, რომ ვარჯიში "ხარიხა" საკმაოდ რთულია. თუკი ძალიან გაგიჭირდათ, შეამცირეთ კიდევ უფრო დრო.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page