top of page

ვიტამინები ჩვენი ჯანმრთელობისათვის – A, B, C, D….


ვიტამინი A

შეიცავს:

ყველი, რძე, ხაჭო, კვერცხი, თევზი, გოგრა, სტაფილო, ქაცვი. ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მწვანე და ყვეთელ ბოსტნეული, ყვითელი ხილი.

სასარგებლოა:

მხედველობისათვის და ძვლების რეგენერაციისათვის; იცავს ქათმის სიბრმავისაგან; ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში; ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ; გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში; ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას; გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის; ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას. ასევე:

ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი აფერხებს A ვიტამინის ათვისებას; A ვიტამინი უკეთესად მუშაობს B კომპლექსთან, D ვიტამინთან, E ვიტამინთან, კალცთან, ფოსფორთან და ტყვიასთან შეთავსებით; A ვიტამინი ასევე იცავს ც ვიტამინს დაჟანგვისაგან; თუ ადამიანი იღებს ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებს, ამ დროს ქვეითდება A ვიტამინის ათვისება და მისი მიღება უფრო მეტი რაოდენობითაა საჭირო.

B ჯგუფის ვიტამინები ვიტამინი B1

შეიცავს:

მშრალი საფუარი, ბრინჯის ჩენჩო, ხორბალი, შვრიის ღერღილი, არაქისი, ღორის ხორცი, ბოსტნეულის უმეტესობა, ქატო.

სასარგებლოა:

ხელს უწყობს ზრდას; აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ნახშირწყლების; აუმჯობესებს გონებრივ მონაცემებს; ახდენს ნერვული სისტემის, კუნთების და გულის მუშაობის ნორმალიზებას; შველის ზღვის ავადმყოფობის და რყევის შეგრძნების დროს; ამცირებს კბილის ტკივილს სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ; ეხმარება ჰერპეს ზოსტერის მკურნალობის დროს. ასევე:

წყალში ხსნადია. ნებისმიერი ჭარბი რაოდენობა არ გროვდება ორგანიზმში და გამოიყოფა, ამიტომ ის ყოველდღიურად უნდა ანაზღაურდეს; მასზე მოთხოვნილება იზრდება ავადმყოფობის, სტრესის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ. აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი; ვიტამინი B1 ადვილად იშლება სითბური დამუშავების შედეგად.

ვიტამინი B2

შეიცავს:

რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, თევზი, კვერცხი.

სასარგებლოა:

ხელს უწყობს ზრდას; იცავს კანს, ფრჩხილებს, თმებს; შველის პირზე, ტუჩებზე, ენაზე გამონაყარის მკურნალობას; აუმჯობესებს მხედველობას; სხვა ნივთიერებებთან ერთად მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; ასევე:

წყალში ხსნადია, ადვილად შეიწოვება; არ გროვდება ორგანიზმში და მისი მარაგის შევსება მუდმივადაა საჭირო; ორსულებს და მეძუძურებს უფრო მეტი დოზა ესაჭიროებათ; მისი საჭიროება იზრდება სტრესულ სიტუაციებში; თუ ადამიანი ხანგრძლივ დიეტაზეა კუჭის წყლულის ან დიაბეტის გამო, დიდია ამ ვიტამინის დეფიციტის შექმნის ალბათობა.

ვიტამინი B6

შეიცავს:

ლუდის საფუარი, ხორბლის ანაცერი, ხორბლის ბუტკო, ღვიძლი, თირკმელები, გული, ნესვი, კომბოსტო, შავ ბადაგი, რძე, კვერცხი, ძროხის ხორცი.

სასარგებლოა:

ანტისხეულების და სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისთვის; ხელს უწყობს ცხიმის და ცილების ათვისებას; ხელს უწყობს ტრიპტოფანის – შეუცვლელ ამინომჟავის ნიაცინად გადაქცევად; ეხმარება სხვადასხვა ნერვული და კანის დაავადებების თავიდან არიდებას; ამსუბუქებს გულის რევის შეგრძნებას; ხელს უწყობს დაბერების შემაფერხებელი ნუკლეინის მჟავების სწორი სინთეზის პროცესს; ამცირებს ღამის განმავლობაში წვივის კუნთების სპაზმს, კრუნჩხვას და კიდურების გარკვეული ნევრიტებს გამოვლინებას; მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება. ასევე:

სჭირდებათ მათ, ვინც დიდი რაოდენობით ცილებს ღებულობს; ართრიტით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც გადიან მკურნალობას პენიცილამინით, სჭირებათ ამ ამ ვიტამინის დანამატები.

ვიტამინი B12

შეიცავს:

ღვიძლი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი, თირკმელები.

სასარგებლოა:

არიდებს ანემიის განვითარებას; ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას და მადის გაუმჯობესებას; ზრდის ენერგიას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას; ხსნის გაღიზიანებადობას; აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და წონასწორობას; ასევე:

ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტებს და ეფექტურია მცირე დოზებში; ვეგეეტარიანელობის შემთხვევაში, როცა რაციონიდან ამოღებულია კვერცხი და რძის პროდუქტები, საჭიროა ბ12-ის დანამატების მიღება; ფოლიუმის მჟავასთან შეხამებით ბ12 ეფექტური საშუალებაა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად; როგორც ბ კომპლექსის შემადგენელი ნაწილი ვიტამინი ბ12 სასარგებლოა ქალებისათვის მენსტრუალურ და პრემენსტრუალურ პერიოდში.

ვიტამინი B13

შეიცავს:

ძირხვეულა, შრატი, მჟავე რძის თხევადი ნაწილი.

სასარგებლოა:

ღვიძლის პრობლემების და ნაადრევი დაბერების პროცესის შეფერხებისათვის.

ვიტამინი B17

შეიცავს:

მცირე რაოდენობით აღმოჩენილია გარგარის, ვაშლის, ალუბლის, ატმის, ქლიავის კურკებში.

სასარგებლოა:

აფერხებს სიმსივნური დაავადებების წარმოქმნას. ასევე:

დღის განმავლობაში გარგარის რამდენიმე კურკის ჭამა, ოღონდ არა ერთ მიღებაზე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა. B17-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიტამინი მოიხსენიება როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, აშშ-ს სამედიცინო ასოციაციის მიერ ის უარყოფილია, იმ საფუძველზე, რომ შეიძლება მომწამვლელი იყოს ციანიდის შემცველობის გამო.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page