შენს წინაშეა მიზეზები, თუ რატომ უნდა დალიო მწვანე ჩაი (უფრო ხშირად):
- Eka Gokadze
- Oct 17, 2016
- 1 min read

მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს; წვავს ცხიმს და გაძლევს საშუალებას ვარჯიში უფრო დიდ ხანს გააგრძელო; ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს; აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალ, კარგად დააკვირდი შენს წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვს, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალები; ამცირებს სტრესს და შენს ტვინს ენერგიასა და ძალას მატებს (თუ გაინტერესებს, რატომ, შეგიძლია იხილო ჩვენი სტატია ენერგიის ნატურალური წყაროების შესახებ); იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში; ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში; ანტიოქსიდანტ „კატეჩინის“ დახმარებით ახდენს კბილების ჩამოშლა-ჩამოფშვნის პრევენციას და კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში; ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას; აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც; წყალზე უკეთ ებრძვის დეჰიდრატაციას; კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.
Comments