ტერფის სოკო ( ამონარიდი კარაბადინიდან)

ყველამ იცის, რომ ტერფის სოკო განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება - პლაჟზე ან აუზზე ფეხშიშველი სიარულისას ის ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს. გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი.
წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზისგულზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და მაცივარში შედგით. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.
თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე ლიმონის წვენი ისვათ ან გახეხოთ ნიორი, შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1 და ეს ნაზავი გამოიყენოთ.