top of page

კვების რეჟიმი წონაში დასაკლებად


რამდენად სწორია კვების რეჟიმი? ხომ არ ვიკვებებით, როგორც სუმოისტები?

როგორ იკვებებიან სუმოისტები:

არ ჭამენ დილით არაფერს; სადილობისას იწყებენ ჭამას და ერთად იღებენ რამდენიმე სახის საკვებს; იძინებენ ჭამის შემდეგ 2-3 საათით; იღებენ ლუდს; იკვებებიან დღეში 1-2 ჯერ, მაგრამ როდესაც ჭამას დაიწყებენ, ერთბაშად 5-6 პორციას იღებენ;

შედეგიც არ აყოვნებს და ისინი წარმატებულად აგროვებენ 150 -200 კილოგრამს 2-3 წელიწადში... მაგრამ გვინდა ეს ჩვენ?

როგორ ვიკვებოთ?

მივიღოთ ცოტ-ცოტა საკვები დღეში რამდენიმეჯერ, არასდროს არ მივიღოთ საკვები გადავსებამდე, ხოლო 6 საათის შემდეგ არაფერი მივიღოთ საერთოდ!

აუცილებლად ვისაუზმოთ დილით!

დილის საუზმე ერთერთი საშუალება კვების გადანაწილებისა დღის განმავლობაში, შესაბამისად საღამოს 6 საათის შემდეგ არ ჭამაც არ იქნება რთული. საღამოს 6 საათის შემდეგ მიღებული საკვები გარდაიქმნება ცხიმებად და არა ენერგიად სხეულისა და გონებისთვის, რაც ხელს უწყობს წონაში მომატებას. დღის პირველ ნახევარში უმჯობესია მივიღოთ ნახშირწყლები, ხოლო საღამოს ცილოვანი საკვები, ან ბოსტნეული (არავითარ შემთხვევაში ცომეული და ტკბილეული).

შესაძლებელია, პირველი დღეები გაგიჭირდეთ ამგვარ რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმი შეეჩვევა. ვინაიდან უმრავლესობა დღიური რაციონის დიდ ნაწილს საღამოს იღებს, დილით არ აქვთ შიმშილის შეგრძნება და შესაბამისად არც საუზმობენ. სწორი რეჟიმის შემთხვევაში კი საუზმე ორგანიზმისთვის ბუნებრივ ადგილს დაიკავებს.სითხის მიღება საღამოობით დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის გადალახვაში, რაც შეიძლება პირველ დღეებში გაგიჩნდეთ (სანამ ორგანიზმი შეეგუება).

შედეგად თქვენ დღითი დღე დაინახავთ სხეულის კონფიგურაციის შეცვლას, გალამაზებას, წონაში კლებას. საღამოს 6 საათიდან დილამდე სკვების არ მიღება, დაახლოებით 15 საათიანი შიმშილობა გამოდის, რა დროსაც ორგანიზმი იწმინდება, ხდება შლკების გამოყოფა და ამის დასტურია თეთრი ნადები ენაზე, რომელიც დილაობით შეიძლება გაჩნდეს. ეს კი გვმატებს ჯანმრთელობას და მხნეობას.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page