top of page

დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს


დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს.

აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს".

ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page