ამონარიდი კარაბადინიდან-თუ პატარას უმადობა დასჩემდა
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_84c59cdc1b7a4fbb81006153d43b5395~mv2_d_3888_2592_s_4_2.jpg/v1/fill/w_980,h_653,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/109a1e_84c59cdc1b7a4fbb81006153d43b5395~mv2_d_3888_2592_s_4_2.jpg)
მცირე ასაკის ბავშვებში უმადობა გავრცელებული პრობლემაა, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ჩემი შვილიშვილების კვება ოჯახის მთავარ საზრუნავად იქცა.
ბოლოს და ბოლოს, მივაგენით საშაულებას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარა.
გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:
აიღეთ 1 სადილის კოვზი ასისთავას ბალახი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 15 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში, ნელ ცეცხლზე, მერე გაწურეთ და საწყის მოცულობამდე შეავსეთ მდუღარე წყლით.
ასვით ბავშვს 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
უფროსებისთვის ნაყენის მომზადება ასეც შეიძლება:
აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 100 მლ 40%-იანი სპირტი და 7-14 დღით დააყენეთ. ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. მერე გაწურეთ და მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
ეფექტს რამდენიმე დღეში შეამჩნევთ.