top of page

ხალხური ცოდნა თირკმლების დასახმარებლად


თირკმლები წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლს ფილტრავს, ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი და მასთან ერთად მავნე ნივთიერებები გამოაქვს. მსოფლიოში 500 მილიონზე მეტ ადამიანს თირკმლების სხვადასხვა დაავადება აწუხებს. მათ შორის ერთ–ერთი საკმაოდ გავრცელებულია – თირკმლებში ქვები. რატომ ჩნდება და რა საშუალებები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად? თირკმლებში ქვები ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიშვება, სახელდობრ სისხლის წყალ–მარილისა და ქიმიური შემადგენლობის შეცვლის გამო. თუ დაავადებას არ უმკურნალებთ, გაჩნდება ცისტიტის, მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტის, თირკმლებში ჩირქოვანი ანთების საფრთხე, რომლის დროსაც გადარჩენის ერთადერთი გზა ორგანოს ამოკვეთაა. რისკის ფაქტორებია: ქრონიკული დაავადებები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, კოლიტი, წყლული) და შარდსასქესო სისტემის ორგანოების (პიელონეფრიტი, პროსტატიტი). ასევე ნივთიერებათა ცვლისა და სისხლძარღვოვანი დარღვევები თირკმლებში, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმის ხანგრძლივად გაუწყლოება, ვ ვიტამინის ნაკლებობა, ცხელი კლიმატი, შარდის მჟავიანობის მომატებული პროდუქტების (ცხარე, მწარე, მარილიანი) ბოროტად გამოყენება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, რომელიც ფოსფორ–კალციუმის ცვლას არღვევს. სიმპტომები ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება წელის არეში, გავის ძვლის ოდნავ ზევით და გვერდით. როგორც წესი, ტკივილი იგრძნობა ერთ მხარეს, განსაკუთრებით ძლიერი ფიზიკური დატვირთვის ან სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს. ტკივილი მუცლის ქვევით, სასქესო ორგანოების მიდამოში, სისხლის შერევა შარდში (ეს მაშინ ხდება, როდესაც ლორწოვან გარსს აზიანებს), ტკივილი მოშარდვის დროს, გახშირებული შარდვა, შარდის გამუქება, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება. დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაავადება შეიძლება აერიოთ აპენდიციტთან, ქოლეცისტიტთან, პანკრეატიტთან, ამიტომ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ უროლოგიური გამოკვლევის მონაცემების შემდეგ ისმება. ის მოიცავს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, თირკმლების ულტრაბგერით გამოკვლევას, თირკმლების უროგრაფიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მკურნალობა დამოკიდებულია ქვის ზომაზე, გართულებების არსებობასა ან არარსებობაზე. სპეციალური პრეპარატები, ასევე ბალახები (დათვის კენკრა, მინდვრის შვიტა) ხელს უწყობს მცირე ქვების დაშლასა და გამოდევნას. დაშლას მხოლოდ შარდმჟავა მარილები (ურატები) ექვემდებარება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიეტა. მკურნალობის დროს საჭიროა მეტი წვენების, მორსებისა და მინერალური წყლის სმა. მოზრდილი ქვის დამსხვერევა დისტანციური ლითოტრიპსიის მეთოდით ხდება. ხალხური მედიცინა არყის ფოთლების ნახარში. 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის გამხმარ ფოთლებს 0,5 ადუღებული წყალი დაასხით, 10 წუთი ადუღეთ, გააჩერეთ და გაწურეთ. დღეში 3–ჯერ ჭამის დროს ჭიქის მეოთხედი დალიეთ. ნახარში თირკმლებში ქვების წარმოქმნას აბრკოლებს, კარგი შარდმდენი საშუალებაა. ტკბილი ბოლოკი. ბოლოკის წვენს სანახევროდ თაფლი შეურიეთ. დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო ჩაის კოვზი მიიღეთ. გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება თირკმლებში ქვების მკურნალობის დროს. პ.ს. ბევრი დარწმუნებულია, რომ თირკმლებში კენჭების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს მინერალური ან ხისტი წყლის ჭარბად მოხმარებამ. ეს მითია. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი ბიოლოგიური სისტემაა. ამიტომ მაშინაც კი, თუ დღიური მოთხოვნილების სითხეს მხოლოდ მინერალური წყლით დაიკმაყოფილებს, შარდკენჭოვანი დაავადება არ აღმოცენდება. თუმცა მინერალური წყალი, ისევე როგორც ნებისმიერი წამლისმიერი საშუალება, საჭიროა მითითების მიხედვით გამოიყენოთ და მისი დღიური მოხმარება 1 ლიტრს არ უნდა აჭარბებდეს. არც ხისტი წყალი იწვევს ქვების წარმოქმნას. მაგრამ ძლიერი ხისტი წყალი სხვა მიზეზების გამო საზიანოა, ამიტომ გადადუღებული სახით დალიეთ.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page