წითელი მგლურას მკურნალობა ხალხური მეთოდებით
- Eka Gokadze
- Sep 9, 2016
- 1 min read

10 გ ფუტკრის რძე და 10-20 გ თაფლი წყლის აბაზანაში მოათავსეთ და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეიზილეთ ან გაიკეთეთ საფენები სახის ერითემულ (შეწითლებულ და სახეშეცვლილ) უბნებზე. გამოყენების წინ განაზავეთ თბილ ანადუღარ წყალში პროპორციით 1:1.
სასარგებლოა კონიოს ბალახის ან ტუიის ახალმოკრეფილი ფოთლების სპირტიანი ან არყიანი 10%-იანი ნაყენის საფენები.
წითელი მგლურას ძნელად განკურნებადი ფორმების დროს რეკომენდებულია პროპოლისის 20%-იანი ზეთის სმა და შეზელა.
ქრისტესისხლას ხმელ, დაფხვნილ ბალახს ასხამენ გადადუღებულ ნაღების კარაქს ან მუცლის ქონს პროპორციით 1:1, ურევენ გაცივებამდე და ამ მალამოთი იზელენ დაზიანებულ უბნებს.
შეიძლება ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენის გამოყენებაც.
სასარგებლოა კაკლის ნორჩი (წებოვანი) ფოთლების ნაყენი, როგორც შინაგანად, ისე კომპრესების სახით.
გამოგადგებათ დაუმწიფებელი (რძიანი) ნაყოფის წვენიც. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 1-2 საათს აჩერებენ და ფილტრავენ, ზოგჯერ ამატებენ თაფლს. იღებენ 1-2 სადილის კოვზს დღეში 3-5-ჯერ, ჭამის წინ. იმავე ნაყენს იყენებენ კომპრესებისთვის.
Comments