როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს გაცივების დროს ხალხური საშუალებებით?
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_8af2974ac08e4a5d99857504a97a0f27~mv2.jpg/v1/fill/w_425,h_282,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_8af2974ac08e4a5d99857504a97a0f27~mv2.jpg)
ბავშვისთვის პირველ რიგში ნებისმიერი გამათბობელი პროცედურაა მისაღები: ფეხებზე თბილი აბაზანა, ცხვირსა და გულმკერდზე თბილი საფენები, ც ვიტამინით მდიდარი, ნოყიერი, თბილი საკვებისა და დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.
“გაჭედილი” ცხვირის გახსნის მიზნით ცხვირის გამორეცხვის მანიპულაცია არც ისე უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სისხლძარღვების შემავიწროებელი “ცხვირის წვეთების” გამოყენება ცხვირის ლორწოვან გარსს აშრობს და ვირუსს ორგანიზმში ღრმად შესაღწევ გზას უხსნის. ისეთი აგრესიული პროცედურების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ხახვის ან ნივრის გაუზავებელი წვენით ცხვირის გამორეცხვა, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა მოხდეს, რაც ასევე დაავადების შემდგომ პროგრესირებას უწყობს ხელს. ცხვირის გამორეცხვას პატარებში შეიძლება ოტიტი (შუა ყურის ანთება) მოჰყვეს, რადგან ბავშვთა ასაკში სასმენი მილის თავისებურების გამო, ცხვირში ჩაწვეთებული საშუალება შეიძლება შუა ყურში მოხვდეს. ამიტომ, თუ ბავშვს ცხვირში არსებული გამონადენი ადვილად გამოაქვს გარეთ და მშვიდ სუნთქვაში, ძუძუს წოვაში (ან ჭამაში) და ძილში ხელს არ უშლის, მაშინ უმჯობესია, ცხვირი არ გამოურეცხოთ. თუ ცხვირში არსებული გამონადენი ძალიან ბლანტია და ბავშვს მისი გარეთ გამოდევნა უჭირს, მაშინ გათხიერების მიზნით შეიძლება 2-5 წვეთი სუფთა, ოდნავ მარილიანი წყალი ან სოდიანი წყალი ჩავაწვეთოთ.