Search
ლამბლიოზა – “ჭუჭყიანი ხელების” დაავადება
- Eka Gokadze
- Sep 14, 2016
- 1 min read

ლამბლიოზით (ჭიებით) შეიძლება დაავადდეთ არა მარტო ჭუჭყიანი ხელებით, არამედ გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულით, ხელის ჩამორთმევით და ყოფითი საგნებითაც. ლამბლიოზის მკურნალობა ძალიან იოლია, რადგან არსებობს უამრავი წამალი, რომელიც უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. გახსოვდეთ, ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ. გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს: 1. 5 გ არყის კვირტებს დაასხით 1ჩ/ჭ წყალი, 15 წუთი ადუღეთ, გააჩერეთ 1 საათი და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 10 დღე. შეისვენეთ და 10 დღის შემდეგ გაიმეორეთ (სულ სამჯერ). 2. 20 გ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 საათი. მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი 2-ჯერ დღეში. ზუსტად იმდენჯერვე გაიმეორეთ, რამდენიც წინა რეცეპტით.
Comments