top of page

ზოგჯერ ცხიმი სასარგებლოა

  • Writer: Eka Gokadze
    Eka Gokadze
  • Sep 20, 2016
  • 2 min read

გამუდმებით გვესმის, რომ ცხოველური ცხიმები მავნებელია და ისინი კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ. ჩვენს ბებიებს კი სათავსებში ყოველთვის ჰქონდათ გადამდნარი ქონით სავსე ქილები. მას წამლად იყენებდნენ და ამიტომ, ხორცზე უფრო მეტად აფასებდნენ.

ბებიების რეცეპტები

დიდი ხნის წინ, ბატისა და ღორის ქონს მრავალი დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგი კურდღლის, მაჩვისა და მელიის ცხიმსაც კი ინახავდა ამ მიზნით. კბილის ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილზე, ღრძილსა და ლოყას შორის ღორის ქონის პატარა ნაჭერს იდებდნენ. 20 წუთის შემდეგ თურმე ტკივილი ქრებოდა. ღორის მუცლის გადამდნარ ქონს ბევრი გადაურჩენია დამწვრობების გართულებებისგან. სხეულის მოყინულ ნაწილებს ბატის ქონით მკურნალობდნენ. მაჩვის ქონს კი საკმაოდ ეფექტიანად იყენებდნენ ტუბერკულოზის წინააღმდეგ.

ქონს მხოლოდ სუფთა სახით როდი იყენებდნენ – სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად მას პროპოლისს, ხახვს, სკიპიდარს, სამკურნალო ბალახებს უმატებდნენ და ძლიერმოქმედ მალამოს აკეთებდნენ.

ღორის ქონის მალამო

ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ – უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.

ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.

თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.

ბატის ცხიმი

საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და “ფაფუკია”.

ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.

აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.


 
 
 

Comentarios


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page