top of page

10 მიზეზი რატომ არ უნდა გადაყაროთ კვერცხის ნაჭუჭი

1. კვერცხის ნაჭუჭების დახმარებით შეგიძლიათ ებძროლოთ კბილების პრობლემებს. გახსენით წყალში ერთი კოვზი დაფხვნილი ნაჭუჭი და დალიეთ დღეში ერთხელ. ამაგრებს კბილის ემალს. მკურნალობს დიარეას, გასტრიტს და ანადგურებს ქვებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში. 2. კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის საბადოა. იმ შემხვევაში თუ ამ კუთხით თქვენი ორგანიზმი დეფიციტს განიცდის, ძალიან დაგეხმარებათ. მიიღეთ იმ ქალბატონებმაც, რომლებიც დაორსულებას აპირებთ. 3. თუ პატარა ბავშვებს პრობლემები აქვთ კალცის ნაკლებობაზე, კვერცხის ნაჭუჭი ძალიან დაგეხმარებათ. 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვებს ანემიის, რაქიტისა და დიათეზისგან პრევენციის მიზნით, მიეცით დანის წვერის ოდენა ფხვნილი დღეში ერთხელ. 1-3 წლამდე დღეში ორჯერ. 4. თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომ დასხივება გიწევთ, ოთახში ბევრი მობილური და კომპიუტერია, მიიღეთ ყოველდღე დაფხვნილი კვერცხის ნაჭუჭი ¼ ჩაის კოვზი, რამდენიმე კვირის განმავლობაში. 5. თმისა და ფრჩხილების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიირთვით კვირაში ერთხელ 1/3 ჩაის კოვზი ფხვნილი 2 კაფსულა თევზის ზეთში გახსნილი. 6. ნაჭუჭის ფხვნილს გააჩნია მათეთრებელი ეფექტი. დაუმატეთ ცოტაოდენი, სარეცხ ფხვნილში. 7. თუ გსურთ ყავის გემო გააუმჯობესოთ, ასევე დაუმატეთ დაფხვნილი ნაჭუჭი, ორ კოვზ ყავაზე მეოთხედი კოვზი. 8. გახსენით 1 კოვზი ფხვნილი ერთ ჭიქა წყალში და ჩაასხით ქვაბში ან ტაფაზე. დატოვეთ მთელი ღამე და დილას ჭურჭელი გათეთრებული დაგხვდებათ. 9. ძალიან კარგია ფხვნილიანი წყალი ბოსტნის მორწყვისთვის. 10. ასევე მისი გამოყენება შეგიძლიათ ოთახის ქოთნების მოსარწყავად. აღადგენს დაზიანებულ ფოთლებს და თითქმის გამხმარ ყვავილს უბრუნებს სიცოცხლეს.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page