რეცეპტები თმის ცვენის დროს
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_8fc0d6ea848245578abff4a9f8be6fd5~mv2.jpg/v1/fill/w_468,h_682,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_8fc0d6ea848245578abff4a9f8be6fd5~mv2.jpg)
ა) 1 ს/კ ორკბილას დასხით 10 ს/კ არაყი და 2 კვირით შეინახეთ ბნელ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ბ) იმავე ნაყენს შეურიეთ აბუსალათინის ზეთი 1:1 და თავის დაბანამდე 30-40 წუთით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში. თუ თქვენი თმის ცვენა მშობიარობის ან მენოპაუზის დროს ორგანიზმში ჰორმონალური მოჭარბებით არის გამოწვეული, უბრალოდ, უნდა მოიცადოთ, სანამ ორგანიზმი ჩვეულ ჰორმონალურ ფონს აღიდგენს. თუმცაღა, ლოდინთან ერთად, ჩაიტარეთ ზევით აღწერილი პროცედურები, რათა თმის ცვენა მინიმუმამდე დაიყვანოთ.