top of page

ამონარიდი კარაბადინიდან "ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო ხალხური წამალი


"ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო ხალხური წამალი მე მგონი, რაც თავი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სულ მაწუხებდა. ექიმთანაც ვიყავი, გამოკვლევებიც ჩავიტარე. ნაღვლის ბუშტის ანთების დიაგნოზი დამისვეს. ცხადია, კლინიკიდან ისე არავინ გამომიშვა, რომ მკურნალობის სქემა არ ჩამოეწერათ ორ თაბახის ფურცელზე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, ბებიის დავთარი გადმოიღო და რაღაც წამალი მომიმზადა. მართლაც მარგო. • აიღეთ 1 კგ თაფლი, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი (2 ცალი უნდა გავფცქვნათ, 2 კი კანიანად გამოვიყენოთ). ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და კარგად ავურიოთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში. მოვათავსოთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. მიღების წინ კარგად მოვურიოთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ეს არის ერთი კურსის სამყოფი დოზა. ანუ, კურსი გრძელდება მანამ, სანამ ნარევი გათავდება. წლის განმავლობაში სასურველია 4 ასეთი კურსის ჩატარება."


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page