top of page

ამონარიდი კარაბადინიდან-ფისტულისა და ოსტეომიელიტის სამკურნალო შინაური რეცეპტი


ჩემი ერთი მეგობარი რვა წელი იტანჯებოდა ფეხზე ფისტულით. საავადმყოფოში რეგულარულად წმენდდნენ ჩირქისგან, უტარებდნენ ფიზიოპროცედურებს, მაგრამ ფისტულა მაინც ჩნდებოდა. ერთხელ ვიღაცამ კოწახურის ფესვის ნაყენი ურჩია. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ფისტულამ პირი შეიკრა და დაიხურა. კოწახურის ფესვი ოქტომბრიდან მარტამდე უნდა დამზადდეს. ამოთხრილი ფესვი გაწმინდეთ, გარეცხეთ და დაჭერით. გააშრეთ, ჩაყარეთ მშრალ მინის ქილაში და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ. წამლის მოსამზადებლად 100 გრამ წვრილად დაჭრილ ან დაფქულ ფესვს ყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ლიტრ წყალს და, თავდახურულს, 20 წუთის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. მერე 6 საათით ოთახის ტემპერატურაზე დგამენ და წურავენ. ნახარში უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 3 თვის განმავლობაში. ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ამ წამლის გამოყენება შეიძლება ოსტეომიელიტის დროსაც. ოსტეომიელიტის და ფისტულის სწრაფად მოსარჩენად აიღეთ თანაბარი ოდენობის ღორის მუცლის გადამდნარი ქონი და ცხენის ბარძაყის ძვლის ტვინი, აურიეთ ერთმანეთში, გადაწურეთ და ამ ნარევით გაჟღენთილი სახვევი მტკივან ადგილზე დაიდეთ


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page