top of page

ყავის კოსმეტიკა- როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი და სკრაბი ნალექისგან


როგორც გაირკვა, ყავის მარტო დალევა კი არა კოსმეტიკურ პროცედურებში გამოყენებაც შეიძლება. თუ რა საშუალებით ახლავე აგიხსნით.

თმის ტონირება

თუ მუქი ფერის თმა გაქვთ, თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე, ლამაზი წაბლისფერის მისაღებად შემდეგი ნაყენი მოამზადეთ: 2 სადილის კოვზ ყავას დასხით გვირილის გაგრილებული ნაყენი.

დიდხანს ურიეთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. შემდეგ გადაწურეთ. დაიბანეთ თავი შამპუნით და დაბანილ სველ თმაზე ყავის ნაყენი ნელა გადაივლეთ.

ყავის სკრაბი

ცნობილია, რომ ყავას ცხიმის დაშლა და კანის გამკვრივება შეუძლია. სკრაბის მოსამზადებლად 0,5 ზღვის მარილი და ორი ჭიქიდან მორჩენილი ნალექი (ყავა უშაქრო უნდა იყოს; თუ დალევას არ აპირებთ, წამოადუღეთ 2 ჩაის კოვზი ყავა ერთ ჭიქა წყალთან ერთად და გრილი შეურიეთ მარილში) შეურიეთ ერთმანეთში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გაიკეთეთ მასაჟი და 3-5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანის გაუხეშებულ, მკვდარ უჯრედებსაც მოგაცილებთ.

სახის ნიღაბი

ყავის ნიღაბი სახისთვის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სასიამოვნო ფერსაც მოგანიჭებთ. ნიღაბის დასამზადებლად ერთმანეთში გადაურიეთ ორი ჭიქიდან მორჩენილი ნალექი (ყავა უშაქრო უნდა იყოს; თუ დალევას არ აპირებთ, წამოადუღეთ 2 ჩაის კოვზი ყავა ერთ ჭიქა წყალთან ერთად) და 2 ჩაის კოვზი გატარებული ნოგოზი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაივლეთ ცივი.

გახსოვდეთ, კოსმეტიკის მოსამზადებლად ყავა უნდა იყოს ნატურალური, ყოველგვარი მინარევებისა და არომატიზატორების გარეშე.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page