ფორთოხლის ლოსიონი
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_24debfe5b89d440ab485b2b909664355~mv2.jpg/v1/fill/w_480,h_360,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_24debfe5b89d440ab485b2b909664355~mv2.jpg)
ციტრუსების, კონკრეტულად კი ფორთოხლის სასარგებლო თვისებებზე ბევრი რამ არის ცნობილი. გთავაზობთ ფორთოხლის ლოსიონის მომზადების მარტივ და მეტად სასარგებლო რეცეპტს. ფორთოხალი ქერქიანად გახეხეთ, გადაიღეთ მუქ ქილაში, დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დაახურეთ თავზე და დადგით სიბნელეში ერთი კვირით. მერე გაფილტრეთ. მიღებულ ნაყენს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვარდის წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ეს ლოსიონი განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის. შეინახეთ მაცივარში.