Search
გამწმენდი და დამატენიანებელი ლოსიონი
- Eka Gokadze
- Aug 14, 2016
- 1 min read

მომინანქრებულ ჭურჭელში გასრისეთ მწიფე საზამთროს გული, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ. 2 ჭიქა წვენი გადაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილის გადნობამდე ურიეთ. მიღებული მასა გაფილტრეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა არაყი. ეს ლოსიონი მაცივარში 6 თვე ინახება
Comments