სიმინდის ულვაში – შარდკენჭოვანი დაავადებების წამალი
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_8ce2d88f71b04bf4ae83db01aa087373~mv2.jpg/v1/fill/w_512,h_512,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_8ce2d88f71b04bf4ae83db01aa087373~mv2.jpg)
სიმინდის ულვაში ნედლ მდგომარეობაში ოქროსფერ-ყვითელია. ის ტაროს მარცვლებს რძისებრი სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში უნდა მოვაცილოთ. ნედლელული უნდა გავშალოთ თხელ ფენად და გავაშროთ ჩრდილში. მისი შენახვა შეიძლება მშრალ ადგილას, მხოლო ხუთ-ექვს თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება. სიმინდის ულვაში ცხიმს, ცე, კა ვიტამინს, საპონინებს და სხვა შეიცავს. იხმარება, როგორც შარდმდენი სასუალება, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი. ნაყენის მოსამზადებლად, 1 ჩაის კოვზ დაჭრილ სიმინდის ულვაშს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, წამოვადუღოთ, გავწუროთ და ვსვათ სისტემეტურად, როგორც ჩაი, დღეში 4-6-ჯერ, თითო სუფრის კოვზი. შარდის გამოყოფა ბევრად გაძლიერდება. სიმინდის ულვაშის გარდა, იყენებენ სიმინდის მარცვლებიდან მიღებულ ზეთს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით კარგია ზეთის დამატება საჭმელში, განსაკუთრებით სალათებისთვის.