top of page

სახლში დამზადებული მალამო, რომელიც სასწაულებს ახდენს


დამზადება მარტივია და სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

ემალის ჯამში ჩაასხით ერთი ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი, დაამატეთ ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი და დადგით ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ცვილი არ მიიღებს მდნარ ფორმას. შემდეგ ერთი მაგრად მოხარშული კვერცხის გულის ნახევარი ჩანგლით დააქუცმაცეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ზეთს და ცვილს. კარგად აურიეთ და გაზიდან გადმოდგით. გაგრილებისთვის დაახლოებით 10-15 წუთი დააცადეთ. შემდეგ მასა მაცივარში შუშის კონტეინერში შეინახეთ.

მალამო ძალიან ეფექტურია. როგორც ამბობენ, ის ჰაიმორიტს, ქალურ დაავადებებს, ყურის ანთებას, ყელის აბსცესს, ბრონქების პრობლემებს, შეშუპებებს, ანთებით პროცესებს, კბილის ტკივილს და განგრენასაც კი შველის. ნებისმიერი მტკივანი ადგილი მალამოთი ღამით უნდა დამუშავდეს. ძილის წინ მალამოს კომპრესების დადება გაგათავისუფლებთ ტკივილებისაგან.

ამ მალამოს საშუალებით ფრჩხილების გაძლიერებაც შეიძლება. თუ გაწუხებთ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები, ძილის წინ მათი მალამოთი დამუშავება უებარი წამალია.

მნიშვნელოვანია, რომ მალამო მხოლოდ ფუტკრის ცვილით მომზადდეს. გარე გამოყენებისთვის შესაძლებელია, რომ მალამოში ნებისმიერი სახის ზეთი გამოიყენოთ, თუმცა შიდა გამოყენებისთვის მცენარეული ზეთია რეკომენდირებული.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page