Search
ნერვიულობა–ყველა დაავადების მიზეზი
- Eka Gokadze
- Jul 15, 2016
- 1 min read

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ნერვებს გიშლით, გაღიზიანებთ. ამიტომ აუცილებელია დაასვენოთ გადაღლილი ნერვები. ამაში დაგეხმარებათ ხალხურ მედიცინაში ცნობილი სვია. სვიის გირჩა შეიცავს 80% ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს. სვიით დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისება. გთავაზობთ რეცეპტებს: სვიის ჩაი: 1-2 ჩ/კ სვიის გირჩას დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული 10-15 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და სვით 2-3 ფინჯანი დღეში. ძილის წინ მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა: აბაზანაში ჩაასხით 1 ჩ/კ სვიის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 10-15 წუთით ჩაწექით თბილ წყალში. ნერვები დაგიმშვიდდებათ.
Comentários