top of page

თუთიის მალამოს უნიკალური თვისებები, რომელის საშუალებითაც უამრავ პრობლემას მოაგვარებთ


არსებობს თუთიის მალამო და არსებობს სალიცილ-თუთიის მალამო. უკანასკნელი კარგად აშრობს გამონაყარს და რეკომენდებულია მხოლოდ პრობლემური კანისთვის, თუთიის მალამო კი ცხიმიანია და შესანიშნავად გამოიყენება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის, დახეთქილი ტუჩებისა და ხელებისთვის.

თუთიის მალამოს გააჩნია ანთებითსაწინააღმდეგო, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები. კანის გაწმენდის შემდეგ, ნებისმიერი ანთების და ფერიმჭამელების დროს წაისვით კანზე თუთიის მალამო.

გამონაყარის გაჩენისას წაისვით ძილის წინ ცინკის მალამო, დილით - მისი კვალიც კი აღარ იქნება! ამის გარდა ის ეფექტურია ნაღრძობების, დალურჯებების და კოღოს ნაკბენის დროს.

თუთიის მალამო ასწორებს ძალიან ეფექტურად და სწრაფად მიმიკურ და ღრმა ნაოჭებს, ათეთრებს კანს და აშორებს გაღიზიანებას. ცინკის პასტისგან განსხვავებით, ის არ აშრობს კანს.

დეპილაციის და გაპარსვის შემდეგ 3-4 საათით წაისვით თუთიის მალამო. ჩვეულებისამებრ ერთი გამოყენებაც საკმარისია, რომ დაივიწყოთ უსიამოვნება შემდეგ პროცედურამდე.

თუ პედიკურის გაკეთების შემდეგ გინდათ დიდხანს შეინარჩუნოთ ეფექტი, უბრალოდ პერიოდულად წაისვით ტერფებსა და ქუსლებზე თუთიის მალამო.

ეს მეთოდი შემოწმებულია.

გაფრთხილება: არ დაუშვათ თუთიის მალამოს თვალებში მოხვედრა.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page