top of page

ჟენშენი


სიცოცხლის ფესვი ეს მცენარე სასიცოცხლო ენერგიასთან ასოცირდება. როგორც ჩანს, არც ჩინელებს გამორჩენიათ მისი უნიკალური თვისება, დაატრიალოს ორგანიზმში ენერგიის ქარიშხალი, და ამიტომაც უწოდეს “სიცოცხლის ფესვი”. იქნებ უკვე მიხვდით კიდეც – ლაპარაკია ჟენშენზე, რომელიც არაერთი საუკუნეა, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება. მის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. ჟენშენს იყენებენ როგორც მატონიზებელ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ, მასტიმულირებელ საშუალებას. იგი პოზიტიურ გავლენას ახდენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე (არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის მუშაობას). ამდენად, ჟენშენი ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ დაღლილობის (თუნდაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის), გამოფიტვის, ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი მუშაობის (მაგალითად, გამოცდებისთვის მზადებისას), ანემიის შემთხვევაში, ასევე – ინფექციის შემდგომ პერიოდში. ჟენშენის გამოყენება მიზანშეწონილია სხვა პრეპარატების პარალელურად, რომლებიც რომელიმე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები) ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება. ჟენშენის წყალობით მოძლიერებული ორგანიზმი გაცილებით იოლად იკურნება. ასევე ეფექტურია “სიცოცხლის ფესვი” პროფილაქტიკის მიზნით გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების ეპიდემიის დროს. ასე რომ, ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე, როდესაც იმუნიტეტი შესუსტებულია, ჟენშენის მიღება მეტად სასურველია. ყველაზე ხშირად იყენებენ 10%-იან სპირტზე დამზადებულ ჟენშენის ნაყენს. შინაურ პირობებში ამ მცენარის ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ცალკე, ისე სხვა მცენარეების ნაკრებთან ერთად. ნაყენის მიღება სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დაიხსომეთ, ძილის წინ ჟენშენის ნაყენის დალევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა, გამოფხიზლდეთ და კარგა ხანს აღარ დაგეძინოთ.

თუ წინ დაძაბული დღე გელით, ენერგიით რომ დაიმუხტოთ, გირჩევთ, საუზმის შემდეგ ჟენშენის სპირტხსნარის 30 წვეთი მიიღოთ და წყალი დააყოლოთ. მხნეობის შემოტევას ნახევარ საათში იგრძნობთ. თუ ექსტრა ენერგია დაგჭირდათ, იგივე სადილის წინაც გაიმეორეთ.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page