top of page

პიტნის ეთერზეთი


პიტნის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერ-ზეთი სპაზმოლიტური, ტკივილდამაყუჩებელი, ანტისეპტიკური თვისებებით. შველის ცხიმიან და გაღიზიანებულ კანს, ახალისებს და აახალგაზრდავებს კანს, პირის ღრუდან აქრობს უსიამოვნო სუნს, ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას, ამცირებს თავის, კბილის, სახსრების ტკივილს, ადეზინფიცირებს ჰაერს.

ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება 1 წვეთი ეთერზეთი (რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია თავად ინსტრუქციაში.

მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე:

პიტნა უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ეგვიპტის პირამიდებში აღმოჩენილ იქნაMentha_piperitaგამხმარი პიტნის ფოთლები, რომელიც ქრისტეშობამდე მე-10 საუკუნით თარიღდება. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ. მიაჩნდათ, რომ პიტნის სურნელი გონებრივ შესაძლებლობებს ზრდიდა, ამიტომ მეცნიერები პიტნის გვირგვინს ატარებდნენ (იმდროინდელ მეცნიერულ ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავს ფასი).პიტნის ძირითადი კომპონენტი ეთერზეთი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2-2,75%-ია, ყვავილებში – დაახლოებით 5%. პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ-მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა პიტნის ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღველმდენი ეფექტი. სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება პიტნის ნაყენი (ჩაი), ნახარში და ზეთი არომათერაპიისთვის. პიტნისგან მზადდება სხვადასხვა დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები

მენთოლი, გამოირჩევა ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით, იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების – კორონარული სისხლძარღვების – რეფლექსურ გაფართოებას. შინაგანად მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს, გარეგანი გამოყენებისთვის კი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური საშუალება, რეკომენდებულია კბილის, აგრეთვე ნევრალგიური ხასიათის ტკივილის, ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. კატაბალახა მენთოლის ეთერში (ვალიდოლი) გამოიყენება სტენოკარდიის დროს. მენთოლის ხსნარი პარაფინთან ნარევში რეკომენდებულია შაკიკის დროს. მენთოლი შედის საგულე (ვალოკორდინი) თუ ცხვირის წვეთების, მალამოებისა და აბების შემადგენლობაშიც. მენთოლის სპირტი ნაჩვენებია ნეიროდერმიის სამკურნალოდ. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აყუჩებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმს. პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. სასარგებლოა პიტნის ზეთის (სპირტხსნარი, თანაფარდობით 1:4) კანში შეზელა ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაცია რესპირატორული დაავადებების დროს. მას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების, საკონდიტრო წარმოებაში. თავად პიტნას ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში როგორც სანელებელს.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page