olio essenziale salvia-სალბის ეთერზეთი

სალბის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერზეთი ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ხელს უწყობსჭრილობის სწრაფ შეხორცებას. გამოიყენება პრობლემური კანის დროს, არის გაციებების, ბრონხიტის, პნევმონიის საწინაარმდეგო, აგრეთვე პირის ღრუს ანთებითი პროცესების და უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო, ეფექტურია ცხიმიანი და ქერტლიანი თმის სამკურნალოდ.
ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია ინსტრუქციაში.
მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე:
სალბის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს მიიჩნევენ. ის მთიან ფერდობებზე ხარობს. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომელთაც ყვავილობის პერიოდში კრეფენ.
გამხმარი სალბი თავისებურ, სასიამოვნო სურნელს გამოსცემს. მისი არომატი განსაკუთრებით გასრესისას ძლიერდება. მცენარეს მომწარო და რამდენადმე მწკლარტე გემო აქვს. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ეთერზეთებით, ფიტონციდებით, მთრიმლავი და ფისოვანი ნივთიერებებით, რომლებსაც ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის საწინააღმდეგო აქტიური მოქმედება ახასიათებს.
სალბის ფოთლები გამოირჩევა მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი და დამარბილებელი shalfei1მოქმედებით. გარდა ამისა, სისხლდენისა და ოფლის გამოყოფის შემაფერხებელი ეფექტი აქვს. სალბის ფოთლების ნაყენი სავლებად გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების), ზემოთა სასუნთქი გზების კატარის (ანთების), ხახის ანთების (ანგინის) დროს. გინეკოლოგიური დაავადებებისას მას შესასხურებლად უნიშნავენ. ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში, მეძუძურ დედებში კი ის ლაქტაციას (რძის გამოყოფას) ამცირებს. სალბის ნაყენს შესა-ნიშნავი ეფექტი აქვს გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთების), წყლულოვანი პათოლოგიის, მეტეორიზმის (აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვის), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობისას. სასუნთქი გზების ანთებისას სალბის ეთერზეთებით ინჰალაციაა რეკომენდებული, ამისათვის 1-2 გრამი ეთერზეთი მდუღარე წყალში უნდა ჩააწვეთოთ და ორთქლი ინტენსიურად შეისუნთქოთ. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ფხვნილი. სალბი ეფექტურია გარეგანი გამოყენებისთვისაც, რასაც სიმსივნეების დროს მიმართავენ. სამკურნალო დანიშნულება აქვს სალბის ღვინოს: 80 გრამ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი ღვინო, 8 დღეს გააჩერეთ და ჭამის შემდეგ 20-30 მლ მიირთვით.
სალბი სხვადასხვა ქვეყნის მედიცინაში
ბულგარეთში სალბის ფოთლებს ოფლის გამოყოფის შემაფერხებელ საშუალებად იყენებენ. ის კარგია ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, რომლებიც ღამის ოფლდენით იტანჯებიან. სალბის ეს მკვეთრად გამოხატული ეფექტი ექიმებისთვის უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. მცენარის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე კომპონენტის წყალობით ოფლის გამოყოფა ზოგჯერ მთელი დღით წყდება. პოლონეთში სალბს იყენებენ თმის ცვენისას, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის განსამტკიცებლად, ხელების კანკალისა და ღამის ალების საწინააღმდეგოდ. კანკალის დროს სალბის ნაყენს ასმევენ კიდეც და მის აბაზანებსაც უნიშნავენ. ღერების გარეშე გამხმარი მწვანე ფოთლები სასარგებლოა მეხსიერების დაქვეითებისა და წყალმანკის დროს. ავსტრიაში სალბი, გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეცნიერული კვლევის ობიექტიც არის. ავსტრიელმა მკვლევარებმა მრავალ სხვა ნივთიერებასთან ერთად ამ მცენარეში PP-ფაქტორი, B ჯგუფის ვიტამინები და ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონის) ანალოგიური მოქმედების ნივთიერება აღმოაჩინეს. ინდურ მედიცინაში სალბს მატონიზებელ საშუალებად იყენებენ. ხანდაზმულებისთვის ის საუკეთესო წამალია, ორგანიზმის ცალკეული ორგანოების გარდა ნერვულ სისტემაზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს და ჯანმრთელობას განამტკიცებს.
* * * უძველესი მედიკოსები, ჰიპოკრატე, დიოსკორიდე და სხვანი, სალბს წმინდა ბალახად და ყველაზე მარგებელ წამლად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით – ქალთა უნაყოფობის დროს. ეგვიპტეში ეპიდემიის შემდეგ ერის გამრავლებისა და გადარჩენის მიზნით ქალებს აიძულებდნენ, საკვები სალბით შეეკაზმათ.