top of page

ფიტოთერაპია

ადამიანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება სამკურნალო მცენარეებისა და მათგან მიღებული კომპლექსური პრეპარატების გამოყენებას. ამის გამო ფიტოთერაპია განიხილება როგორც ნაწილი არატრადიციული მედიცინისა, ნატუროპათიის ერთ-ერთი ნაწილი.

მედიცინაში, განხრას, რომელიც შეისწავლის მკურნალობას ბუნებრივი ნივთიერებებით (მცენარეები და მცენარეული ექსტრაქტები) ეწოდება ფარმაკოგნოზია.

რუსულენოვან ლიტერატურაში „ფიტოთერაპიის“ მაგივრად ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „ბალახით მკურნალობა’. შეცდომით ფიტოთერაპიას მიაკუთვნებენ ფუნგოთერაპიას, აპითერაპიას და სხვა.

პირველი დადასტურება ბალახის გამოყენებისა, როგორც წამალი, აღმოჩენილი იყო ქალაქ შუმერში, არქეოლოგიური გათხრების დროს. შუმერელმა ექიმებმა კარგად იცოდა, რომ ბევრ მცენარეს ახასიათებს სამკურნალო თვისებები, იყენებდნენ მათ სხვადასხვაგვარი ფხვნილისა და ნაყენის დასამზადებლად.

ივანე მრისხანეს წიგნის საცავში ინახება წიგნები ბალახით მკურნალობის მეთოდებზე.

ფიტოთერაპიას ასწავლიან რამოდენიმე უნივერსიტეტში, რომელიც იძლევა ოფიციალურ დოკუმენტს მასზედ, რომ პიროვნებას აქვს უფლება დარეგისტრირდეს როგორც ექიმი-მკურნალი.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page