არომათერაპია-სურნელის ხელოვნება
არომათერაპია უძველესი მეცნიერებაა და დაკავშირებულია ესთეტიკასთან და მედიცინასთან. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ სურნელის ენერგია გამოვიყენოთ სიმშვიდის, სილამაზის და ასევე, ყველა სხვა თვისებათა ჰარმონიზაციისათვის. ძველ ცივილიზაციებში სურნელის არომატს ყოველმხრივ იყენებდნენ: მიხაკის სირნელით მშობიარეს ტკივილს უყუჩებდნენ, სხეულს სიჯანსაღეს უნარჩუნებდა – ლიმონი, ფიჭვი, ზარდანჩო, სულს სიძლიერეს ანიჭებდა საკმეველი, და სურნელოვანი ფისი, სილამაზესა და ახალგაზრდობას უხანგრძლივებდა – ვარდი, თელა, მუსკატის ჯაზვი. სპეციალური სურნელის გარეშე წარმოუდგენელიიყო რელიგიური მსახურება და მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილება, ასევე, საქორწილო და სასიყვარულო რიტუალები. მთელი ეს პროცესები ხდებდა ეთერზეთების საშუალებით.
მე-19 საუკუნიდან არომათერაპია მედიცინაში ქიმიურმა (ხელოვნურმა) ნაერთებმა ჩაანაცვლა, საექიმო პრაქტიკაში კი – ფორმალდეჰიდურმა (სადეზინფექციო საშულება) მეთოდებმა და ბუნებრივ ნივთიერებებს გამოუჩნდა სინთეტური და ქიმიური ორეულები, რამაც გარკვეულ შემთხვევებში უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე, რადგან ეთერზეთების შემადგენლობა ადამიანის ხელში იმდენად დახვეწილი ვერ არის, როგორც ბუნებაში მიმდინარე ეს პროცესი.
ერთ არომატში მოქცეულია 500-ზე მეტი კომპონენტი და მათი სინთეზი და შერწყმა ჯერ კიდევ არ არის მსოფლიოში სრულყოფილი. ამიტომ არის, რომ ზოგიერთი სუნამო ზოგჯერ იწვევს პირღებინებას, თავის ტკივილს და სხვა უარყოფით შედეგებს.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში წამყვანმა ევროპულმა კლინიკებმა დაიწყეს ეთერზეთების გამოყენება ტრავმის, ოპერაციის შემდგომი და მწვავე, პათოლოგიური გამოვლინებების წინააღმდეგ პროფილაქტიკისათვის. ჰიპოკრატეს, ავიცენას, ხოფმანის და სხვათა თეორიებს დაემატა ბუკაბაუერის თეორიაც ორგანიზმში სურნელის ცილოვანი ნივთიერებების გადატანისა და ცვლის შესახებ.
90-იან წლებში არომათერაპიამ მედიცინაში და ფსიქოლოგიური რესურსების შენარჩუნებაში მკვეთრად გამოხატული კომერციული გამოყენება ჰპოვა. მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში არის ასობით არომათერაპიული კაბინეტები. არომათერაპიას სხვაგვარად უწოდებენ სრულიად მზეზე გარუჯვას, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს და გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში მისი ზემოქმედება ნეგატიურ გამოხატულებაში გადადის.
ზუსტი დოზირებით არომათერაპიის გამოყენება აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სისხლის ცირკულაციას და სრაფად ვრცელდება ადამიანის ორგანიზმში გამაჯანსაღებელი არამამოლეკულები.