top of page

რატომ არ შეიძლება ღამით ჭამა?

ღამით, ბიორიტმების შესაბამისად, ორგანიზმში ნელდება ყველა პროცესი, მათ შორის - ნივთიერებათა ცვლაც. ღამით ცხიმი ნელა იწვება, უმეტეს წილად - იწყება მისი დაგროვება და ადამიანი სუქდება. ამასთანავე, საჭმლით გავსებული კუჭი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დიაფრაგმას აწვება და გულის მუშაობას აძნელებს, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვებით დაავადებულებს უჭირთ.

არადა, სწორედ ღამით თავს გვახსენებს შიმშილის გრძნობა და დღის განმავლობაში თავშეკავება დო ზომიერება საკვების მიღებისას წყალში გვეყრება.

დადგენილია რომ კუჭი მიღებულ საკვებს 4–6 საათის განმავლობაში გადაამუშავებს და ნაცვლად იმისა რომ ღამით საშუალება მივცეთ ორგანიზმს დაისვენოს გვიტევს მტანჯველი შიმშილის შეგრძნება. სასურველია,

დაძინებამდე ბოლო ულუფა მინიუმ 3–4 საათით ადრე მიიროთ, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში ძილის წინ შეგიძლიათ ჭამოთ ვაშლი, სტაფილო, დალიოთ მაწონი, კეფირი, წვენი. ამდენად კუჭს ნაკლებად დატვირთავთ, არ შეგაწუხებთ სიმძიმე და ორგანიზმიც სრულფასოვნად დაისვენებს ღამის განმავლობაში.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page