ხალხური მეთოდი კარიესის წინააღმდეგ

ლამაზი ღიმილი ნებისმიერი ადამიანის საფირმო ნიშანია, სწორედ ამიტომ დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ კბილების მოვლაში. მოვიხმართ სხვადასხვა, კბილისთვის სასარგებლო, ნივთირებებით გაჯერებულ კბილის პასტებს, სავლებს, ვსტუმრობთ სტომატოლოგს, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი საკმარისი არა არის და თავს იჩენს კარიესი, რომელიც კბილის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის ანადგურებს კბილის ემალს, შემდგომში კარკასს და ყოველივე ამას თან ახლავს მტანჯველი ტკივილი.
საბედნიეროდ, არსებობს ძალიან მარტივი და ამავდროულად ეფექტური საშუალება, რომელიც მოგაშორებთ კარიესს და ხელს შეუშლის მის შემდგომ განვითარებას. მისი რეგულარული მოხმარების შედეგად კი სამუდამოდ დაემშვიდობებით კბილთან დაკავშირებულ პრობლემას და ამავდროულად აღარ მოგიწევთ სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტი. ამ მარტივი ნაზავის საშუალებით დაზოგავთ როგორც ფინანსებს, ასევე დროს და ენერგია.
ნაზავის გამოყენებასთან ერთად სასურველია კვების ყოველდღიურ რაციონი შეიტანოთ რძის პროდუქტები, მწვანილი, თხილეული, კვერცხისა და ზღვის პროდუქტები.
ინგრედიენტები:
1/4 ჩ.კ ნატურალური ქოქოსის ზეთი;
1/4 ჩ.კ კურკუმის ფხვნილი;
2 წვეთი მიხარკის ეთერზეთი;
1/4 ჩ.კ ზღვის მარილი;
მომზადება:
მომზადების წესი ძალიან მარტივია, აიღეთ ოთხივე კომპონენტი, მოათავსეთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნარევი უკვე მზად არის და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კბილის პასტა. წაუსვით ჯაგრისს და გულდასმით გაიხეხეთ კბილები 2–3 წუთის განმავლობაში, წყლის გამოვლების გარეშე გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი რათა ნაზავის კომპონენტებმა ზეგავლენა მოახდინონ კბილის სტრუტქურაზე. ამ პროცედურის შემდეგ ჩვეულებისამებრ გამოიხეხეთ კბილები კბილის პასტით. ნაზავის გამოყენება შეგიძიათ დღეში ორჯერ და სულ მცირე დროის გასვლის შემდეგ დაივიწყებთ კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
სად შევიძინო ინგრედიენტები?
კურკუმა–ნებისმიერი დიდი სუპერმარკეტი
2 წვეთი მიხარკის ეთერზეთი–აფთიაქი
ზღვის მარილი–აფთიაქი