ყოველდღე საუზმის გამოტოვება იწვევს 13 კილოს მატებას წელიწადში
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_f144698eab614d19812071bbd6683acc~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_571,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/109a1e_f144698eab614d19812071bbd6683acc~mv2.jpg)
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_f144698eab614d19812071bbd6683acc~mv2.jpg/v1/fill/w_800,h_571,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/109a1e_f144698eab614d19812071bbd6683acc~mv2.jpg)
ნუ იფიქრებთ რომ რეგულარულად საუზმის გამოტოვება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, ვინც არ საუზმობენ, დღის განმავლობაში იღებენ 250კალორიით მეტს.
საუზმის გამოტოვება ზრდის იმის რისკს, რომ ადამიანი დღის მანძილზე დამატებითად წაიხემსებს. ჯამში გამოდის საშუალოდ 250კალორიით მეტი დღის განმავლობაში რაც იწვევს 13 კილოს მატებას ერთ წელიწადში. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი კალორიები არ დაიხარჯება ფიზიკური აქტივობით.
ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუზმის გამოტოვება ინგლისელებს ჩვევად ექცათ. ზოგი ტოვებს საუზმეს ზოგჯერ როცა ეჩქარება, ეს ადამიანები ამბობენ რომ მეტად გრძნობენ შიმშილს დღის განმავლობაში, მათ ნაწილს აქვს ენერგიის ნაკლებობა, ნაწილი კი ცუდ განწყობაზეა ასეთ დროს.
რატომ არ ჭამენ ადამიანები დილით? ერთ-ერთი მიზეზია უმადობა დილას, ამას მოყვება სურვილი იწვეს საწოლში მეტხანს და არ დაკარგოს დრო საუზმეზე, ზოგმა ადამიანმა თქვა რომ უბრალოდ ავიწყდება საუზმე, ზოგი კი თვლის რომ იმდენად დაკავებულია დილას, რომ არ აქვს დრო მოიმზადოს საუზმე.
მრავალრიცხოვანი კვლევები ამტკიცებს, რომ საუზმე არის ადამიანის ძირითადი საკვების მიღების დრო, რომელიც ანიჭებს ენერგიას მთელი დღის მანძილზე. ამას გარდა საუზმეზე მიღებული კალორიები უკეთ იხარჯება ვიდრე შუადღისას ან საღამოს მიღებული.