top of page

ურეჟიმო , არაჯანსაღი და არარაციონალური კვება იწვევს სიმსუქნესა და კუჭ ნაწლავის დაავადებებს !!!


ურეჟიმო და არარაციონალური კვება - ჭამა ხანგრძლივი ინტერვალებით, მხოლოდ მშრალი საკვების მიღება, ცხარე საკვების სიყვარული - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გადატვირთვა-გადაძაბვასა და წარბი წონის განვითარებას იწვევს. ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, მათი დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება, რამაც შესაძლოა წყლულის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. ამრიგად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭის დაავადებებისა და ჭარბი წონის როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვისაც.

ძველ ბერძენ ფილოსოფოსს სოკრატეს მიაწერენ გამონათქვამს: "უნდა ჭამო იმისთვის, რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო". ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით - მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით - გარემოზე და მხოლოდ 10%-ით - ჯანდაცვაზე. თითოეული ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა, ზოგჯერ - საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების, ზოგჯერ - ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ჯანსაღი რაციონი მოიცავს: - პურს, მარცვლეულსა და კარტოფილს (მიიღეთ ყოველდღე შეზღუდული ოდენობით); - ხილსა და ბოსტნეულს (ნებისმიერი სახით, 5-ჯერ დღეში); - ხორცს, ფრინველს, კვერცხს, პარკოსნებს (ყოველდღიურად 1-2-ჯერ); - რძის ნაწარმს (უპირატესად - ნაკლებცხიმიანს); - ცხიმებს (უპირატესად - მცენარეულს).

- მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრისა და ალკოჰოლის შემცველობა. სწორი, ჯანსაღი კვება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს, რათა დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page