რეცეპტი და პროდუქტების სია, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმში იოდის დეფიციტის აღმოფხვრაში და მოგიგვარე

იოდი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კი არ წარმოიქმნება, არამედ ორგანიზმს უმთავრესად, ცხოველური და მცენარეული საკვების მეშვეობით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, იოდდეფიციტური მდგომარეობა ვითარდება, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად (ანუ იმიტომ, რომ საჭირო რაოდენობით ჰორმონის გამოყოფა როგორმე მოახერხოს) დიდდება. იოდდეფიციტის პირობებში ჩიყვის ჩამოყალიბებას 6-12 თვე სჭირდება. იოდდეფიციტი და შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას...
საქართველო იმ გეოგრაფიულ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც გარემოში ბუნებრივად არსებობს იოდის დეფიციტი. რასაკვირველია, ყველა რეგიონი ერთნაირად იოდდეფიციტური არ არის, მაგრამ საშუალო მაჩვენებელის მიხედვით, იოდის ნაკლებობა აშკარაა. იოდი ცოტაა ნიადაგში და შესაბამისად, ამ ნიადაგზე გახარებული მცენარეები და ის ცხოველები, რომლებიც ასეთ მიწაზე ამოსული ბალახით იკვებებიან, ადამიანისთვის იოდის წყაროდ ვერ გამოდგებიან. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი იოდს უმთავრესად, საკვების მეშვეობით იღებს. მნიშვნელოვანია იოდის მასობრივი პროფილაქტიკა იოდიანი მარილით. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, თუმცა ყოველთვის არაა საკმარისი. მაგალითად: ბავშვებს, მოზარდებს, ორსულებს, მეძუძურ ქალებს არ ეყოფათ ის ოდენობა, რომელიც შეიძლება იოდიანი მარილით მიიღონ. მათთვის იოდის დამატებითი წყაროა საჭირო.
გთავაზობთ მარტივ რეცეპს რომელიც დაგეხამრებათ ორგანიზმში იოდის დეფიციტის აღმოფხვრაში
აიღეთ ერთი ჭიქა დაფქული წიწიბურა, ერთი ჭიქა გატარებული ნიგოზი და ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით მინის ჭურჭელში. კვირაში ერთი დღე საკვების ნაცვლად ეს ნარევი უნდა მიიღოთ, თითო კვებაზე 1-2 კოვზი. ჩაი და წყალი შეგიძლიათ სურვილისამებრ სვათ. პროფილაქტიკის მინიმალური კურსია 6 კვირა. თუ თავს ცვლილებები ვერ შეატყვეთ, კურსი უნდა გაიმეოროთ.
