top of page

კაკაოს კარაქი

კაკაოს კარაქი

კაკაოს ცხიმის რამოდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისება აქვს, იგი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აძლიერებს იმუნურს სისტემას, აუმჯობესებს თმის ხარისხს, აფერხებს დაბერების პროცესს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

საინტერესო ფაქტი:

1687 წელს ინგლისელი ექიმი ჰანს სლოანი, იამაიკას ესტუმრა. ექიმმა იამაიკაზე 15 თვე დაჰყო და ადგილობრივ ფლორას სწავლობდა. მისი ყურადღება მიიპყრო კაკაო-ბობიმ, რომელსაც ადგილობრივები ნაყავდნენ, წყალს ურევდნენ და როგორც დასალევს ისე იყენებდნენ. ეს დასალევი სლოანს საშინელი გემოსი ეჩვენა და ცოტა რძის დამატება სცადა. მიღებული რეცეპტი ავტორმა ინგლისში ჩაიტანა, რომელიც ნაყენის სახით იყიდებოდა აფთიაქში, როგორც წამალი.

კაკაოს კარაქი

კაკაოს ცხიმი არის მცენარეული ცხიმების სახეობა, რომელიც მოიპოვება კაკაოს მარცვლებისგან. კაკაოს მარცვლების მსგავსად, კაკაოს ცხიმსაც ძლიერი გემო და არომატი აქვს. კაკაოს ცხიმი სხვა ცხიმებთან შედარებით უფრო მკვრივია და ამავდროულად გამოირჩევა ხანგრძლივი გამოყენების ვადით, შესახვის პირობების დაცვით მისი გამოყენება შესაძლებელია 2–5 წელი. რაც შეეხება კონსისტენციას და დნობას, ოთახის ტემპერატურაზე იგი მყარი მასაა, მაგრამ ტემპერატურის მატებისას იგი იოლად დნება, რაც საშუალებას იძლევა რომ კაკაოს ზეთი გამოყენებული იქნეს სანთლებისა და სამკურნალო მალამოების დასამზადებლად. მოდით უფრო ვრცლად განვიხილით კაკაოს, ზემოთხსენებული, სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს თმის ხარისხს: გარდა იმისა რომ კაკაო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, კაკაოს შეუძლია თმის დატენიანება, აუმჯობესებს მის იერსახეს და მეტ ძალას ჰმატებს. კაკაოს კარაქი ამაგრებს თმის ძირებს, რითაც ამცირებს თმის ცვენას. თმის ცვენის საწყის ეტაპზე მამაკაცს სრულიად იცავს შემდგომი გამელოტებისგან.

ზრუნავს კანის გაჯანსაღებაზე: როგორც აღვნიშნეთ, კაკაოს ცხიმის ანტოქსიდანტური თვისებები აფერხებს დაბერების პროცესს, ამასთან იგი ასევე უზრუნველყოფს კანისთვის დამცავი ბარიერის წარმოქმნას, რომელიც ეფექტური დაცვააგარემო ფაქტორებისგან–მზისგან, ქარისგან და სიცივისგან. წარმოადგენს კანის დამჭიმავს საშუალებას. კაკაოს ცხიმი ხელს უშლის მავნე ნივთიერებების კანში შეღწევას და ამავდროულად აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს.

ახასიათებს ანთების საწინაარმდეგო მოქმედება: მრავალფეროვანი ცხიმმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კაკაოს ცხიმი იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც სურს შეამციროს ანთებითი ფონი კანზე. ფსორიაზის, ეგზემის, გამონაყარის ან სხვა ტიპის ანთებისას (სხეულზე გარეგანად გამოხატული) შეგიძლიათ გამოიყენოთ, სწრაფი, დამამშვიდებელი ეფექტისა და სასიამოვნო არომატითით გაჯერებული კაკაოს ცხიმი.

კაკაოს კარაქი შედგება: ოლეინის, სტეარინის, პალმინიტის, ლინოლის, ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან.

კაკაოს კარაქი შეიცავს: გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, პურინულ ალკალოიდებს, სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ცილებს.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page