ალუბლის სასარგებლო თვისებები

ალუბალი ართრიტისგან დაგიცავთ. ამერიკის ბეილორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ალუბლის ახალი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ალუბალს ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია.ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. საერთოდ, ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე სასარგებლო ცოცხალი ხილია.