შეცვალე საუზმე ამ სასმლით და მოიშორე მუცლიდან ზედმეტი ცხიმი!
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_3c2ff78b6fc94a749d4752d74e6769c5~mv2.jpg/v1/fill/w_350,h_250,al_c,q_80,enc_avif,quality_auto/109a1e_3c2ff78b6fc94a749d4752d74e6769c5~mv2.jpg)
ბოლო დროს წონაში დასაკლები უამრავი სასმლისა თუ დეტოქსკოქტეილის შესახებ ვიგებთ და ეს შესანიშნავია! დღეს გთავაზობთ კოქტეილის რეცეპტს, რომელიც მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება და მიუხედავად ამისა, საოცრად ეფექტურია. მას ორგანიზმი იოლად ითვისებს და ამის გამო ძალზე სასარგებლოა. კეფირი - გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომლის მიღება მათაც შეუძლიათ, ვინც რძეს ცუდად იტანს. გაზაფხულის ქორფა მწვანილების დამატებით კი ის შეუდარებელი დიეტური და ჯანსაღი კვების პროდუქტი ხდება. მწვანე კეფირი ინგრედიენტები 2 ულუფისთვის: • 300 მლ 2,5%-იანი კეფირი • 3 ყუნწი ნიახური • 3 ყუნწი კამა • 3 ყუნწი ქინძი • 1 მომცრო კიტრი • მარილი გემოვნებით • შავი პილპილი მომზადების წესი: გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით მწვანილი. გახეხეთ კიტრი. მოათავსეთ მწვანილი და კიტრი ბლენდერში, დაასხით ცოტაოდენი კეფირი, ათქვიფეთ და დაამატეთ მარილი. დაამატეთ დარჩენილი კეფირი და კვლავ ათქვიფეთ. ჩაასხით კოქტეილი ჭიქაში, მოაყარეთ შავი პილპილი, მორთეთ მწვანილის ყუნწით და მიირთვით! კოქტეილს რბილი და დაბალანსებული გემო გააჩნია. შეგიძლიათ სასმლით შეცვალოთ საუზმე, თუ გსურთ წონის კორექცია და მუცლიდან ზედმეტი ცხიმის მოცილება.