ნატურალური ყურძნის წიბწების ზეთი

ფასი: 118 მლ - 25 ლარი ყურძნის წიბწის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში და ეგვიპტეში. შუა საუკუნეებში ის ფართოდ გამოიყენებოდა ფრანგულ და იტალიურ კოსმეტოლოგიაში. ყურძნის წიბწის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მას უწოდებენ ახალგაზრდობის ჰორმონს რადგან შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელიც სტრუქტურულად გავს ქალის ჰორმონს ესტროგენს, რომელიც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირყვლების სეკრეციას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ყურძნის წიბწის ზეთი მდიდარია ვიტამინებით , E, A, C, B, B2, B3, B6,B9, B12 და მიკროელემენტებით კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ზეთის 70% შეადგენს ლინოლეის მჟავა ომეგა 6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესს. ყურძნის წიბწის ზეთს აქვს მსუბუქი კონსისტენცია, ამიტომ ის წარმატებით გამოიყენება, როგორც ცხიმიანი ისე კომბინირებული კანისთვის. ზეთი აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირყვლების მუშაობას, ავიწროვებს ფორებს და კანს აძლევს ჯანსაღ, ერთიან ფერს.
Kommentare