top of page

მანდარინის ქერქი


მანდარინის ქერქი - დისბაქტერიოზის, ფრჩხილის სოკოს, სტრესის, უძილობის და მაღალი წნევის სამკურნალოდ მანდარინის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და, აქედან გამომდინარე, წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. 1. დისბაქტერიოზი, მეტეორიზმი - ყავის საფქვავში დაფქვით გამხმარი მანდარინის ქერქი. დღეში ერთხელ ჭამის დროს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ერთ ულუფა ხაჭოში, ფაფაში ან სხვა კერძში, 2 კვირის მანძილზე. 2. ბრონქიტი - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. 3. მშრალი ხველის დროს ნახველის გამოყოფისთვის - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20-20 წვეთი 50გ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. 4. ინჰალაცია გაციების, გრიპის და ხველის დროს - 1 მუჭა დაქუცმაცებული ნედლი ქერქი ჩაყარეთ ვიწროყელიან ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი. ისუნთქეთ ორთქლით 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ თავი შეიკავეთ გარეთ გასვლისგან 1 საათის განმავლობაში. 5. ფრჩხილის სოკო - დღეში 2-3-ჯერ დაიზილეთ ფრჩხილი მანდარინის ქერქით. 6. დაღლილობა, ნერვული დაძაბულობა, სტრესი - წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის ნედლი ქერქი მოათავსეთ ბამბეულის ტომარაში დაახლოებით ზომებით 10 × 7 სმ. ტომარა შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში, საჭიროებისამებრ ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ არომატი 15 წუთის განმავლობაში. 7. უძილობა, მომატებული წნევა, გულისცემის აჩქარება - 1 ჭიქა წვრილად დაქუცმაცებულ მანდარინის ნედლ ქერქს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანები (37-38 გრადუსი) დღეგამოშვებით, 15 წუთის განმავლობაში 1 საათით ადრე დაძინებამდე.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page