top of page

ძახველი


სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის ყველა ნაწილს, ყვავილებიდან დაწყებული, ქერქით დამთავრებული. ძახველის წიპწებში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერებები შედის - სხვადასხვა ეთერზეთები, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მთრიმლავი ნივთიერებები და პექტინი. სამკურნალო დანიშნულებით, ძახველი სხვადასხვა ხერხით მიიღება: ნედლი კენკრის, ნახარშების, ნაყენების, ჩაის, ცოცხალი წვენის ან ქერქის სახით. ძახველის ხასხასა წითელი კენკრის ფერს ბეტა-კაროტინი განსაზღვრავს, მწარე გემოს კი მას უნიკალური ნივთიერება ვიბურნინი ანიჭებს. წითელი ძახველის სამკურნალო თვისებები ოფიციალურ მედიცინასაც აღიარებული აქვს. ძახველის ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატურალურ С ვიტამინს, რომელიც შეუცვლელია გრიპოზული დაავადებების მკურნალობაში. ამ დროს, სასწაულმოქმედია ძახველის ჩაი ან ჩვეულებრივი ჩაი, ძახველის წვენის დამატებით. ძახველის წვენის სასარგებლო თვისებები ალერგიის დროსაც გვიშველის. მას ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკაც კი შეუძლია. მედიკოსები გვირჩევენ, რომ სინთეტიკური ვიტამინების ნაცვლად, იმუნიტეტის გასამაგრებლად ძახველის წვენი გამოვიყენოთ. სხვადასხვა დაავადებების დროს, ყველაზე ხშირად ძახველის ნაყოფი გამოიყენება, რომელსაც მდიდარი ქიმიური შემადგენლობა აქვს. მაგალითად, მასში შემავალ კატაბალახას მჟავას დამამშვიდებელი ზემოქმედება გააჩნია. ამის გამო, ძახველის კენკრა სასარგებლოა სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის დროს, ფსიქოლოგიური ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში. ძახველი სასარგებლოა ჰიპერტონიის დროსაც - მას არტერიული წნევის დაწევის უნარი აქვს. ძახველის კენკრა გამოიყენება, როგორც სისხლის გამწმენდი და განმაახლებელი საშუალება და არეგულირებს გულის მუშაობას. მასში სისხლძარღვების ცხიმოვანი ნადებისგან გამწმენდი ნივთიერებები შედის, რის გამოც იგი ათეროსკლეროზის დროსაც გამოიყენება. ამ მიზნით, საკმარისია დღეში ცოცხალი კენკრის მხოლოდ ნახევარი ჭიქის ოდენობით მიღება. წითელი ძახველი სასარგებლოა, როგორც სპაზმოლიტიკური საშუალება. მისი კენკრის ნაყენი აყუჩებს თავის, კუჭის ტკივილს, უხდება გასტრიტს, წყლულებს. ის საჭმლის მონელებას არეგულირებს და კუჭის კედლებს ამაგრებს. ძახველის ნაყენი გამოიყენება, როგორც ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება. ძახველის კენკრის ან ხის ქერქის ნახარშის გამოვლება ანგინის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების დროს არის რეკომენდებული. ის საუკეთესო საშუალებაა ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის დროს. პაროდონტოზებისას და პირის ღრუს სხვა ანთებითი პროცესებისას, ამგვარი გამოვლებები, ასევე, სასარგებლოა. ძახველის კენკრის ნახარშის დალევა დიაბეტის დროსაა რეკომენდებული, ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გარეგანად, ძახველის ხის ქერქისა და კენკრის ნაყენის გამოყენება სასურველია კანის დაავადებების, ჭრილობების შესახორცებლად და ჰემოროის დროსაც. ჭრილობებისა და ნაწიბურების შემახორცებელი მოქმედება ძახველის ყვავილების ნახარშსაც აქვს. ძახველის ხის ქერქი ძალზე ძლიერი სისხლის შემაჩერებელ ნივთიერებებს შეიცავს, ამის გამო ის ხშირად გამოიყენება უხვი სისხლდენების დროს, შიდა სისხლდენებისას, განსაკუთრებით გინეკოლოგიაში. ძახველის სასარგებლო თვისებებს დიეტოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება. მათი რეკომენდაციით, ძახველი გახდომის მსურველთა რაციონში უნდა ფიგურირებდეს. მისი გამოყენება სუფთა სახითაც შეიძლება, წვენის სახითაც და სხვა კენკრასთან ერთად სხვადასხვა კერძში დამატებითაც. ძახველის უკუჩვენებები წითელი ძახველის კენკრის ან წვენის მიღებისას, ზომიერებაა საჭირო. მისი ზედოზირება ტანზე გამონაყარს იწვევს. იმის გამო, რომ ძახველის გამოყენება წნევას დაბლა სწევს, მას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ დაბალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები. მისი გამოყენება უნდა შეზღუდონ მათაც, ვინც სისხლის მომატებული შედედებისკენაა მიდრეკილი და ვისაც თრომბების წარმოქმნის საშიშროება ემუქრება. ძახველი მავნეა კუჭის მომატებული მჟავიანობისას. ორგანული მჟავების მაღალი შემცველობის გამო, ის სახსრების ტკივილისა და პოდაგრის (ნიკრისის ქარების) დროსაც არ არის რეკომენდებული. ალერგიულობის რისკის გამო ძახველისგან თავის შეკავებას ორსულებსაც ურჩევენ.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page