top of page

ქამა სოკო


ქამა სოკო დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოკოა. მას უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ. მისგან უგემრიელესი კერძები მზადდება. სოკოების უმრავლესობა სათბურის პირობებში არ იზრდება, აი, ქამა სოკო კი შესანიშნავად კულტივირდება არათუ სპეციალურ სათბურებში, სახლის პირობებშიც კი. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, სოკო წელიწადში რამდენჯერმე გამოვზარდოთ. თუ სარდაფის ტიპის სათავსში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პირობები - ვენტილაცია და მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი, სოკოს მოსავალს წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღებთ. ნორჩი ქამა სოკოს ქუდი სფეროსებრია, მომწიფებისდა კვალად კი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქოლგას. რბილობი თეთრია, ჰაერთან შეხებისას ყვითლდება ან მორუხო ელფერს იძენს. სოკოს ქუდი 2-დან 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, მაგრამ დროთა განმავლობაში მუქდება და მოვარდისფრო-მორუხო ხდება. ეს საყურადღებო ნიშანია, რადგან გვეხმარება გემრიელი, სასარგებლო და საკვებად ღირებული ქამას გარჩევაში ზო­გიერთი სახეობის შხამასოკოსგან (ამანიტა პჰალლ­ოიდეს, ამანიტა ვერნა), რო­მლებსაც, განურჩევლად ასაკისა, ფირფიტები მუდამ თეთრი ან ყვითელი აქვს. ქამას უყვარს ტენიანი და ნოყიერი ნიადაგი, თუმცა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ღია მინდვრებსა და ტყის პირებზე იზრდება. შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები ქამა სოკოს შემადგენლობის 92% წყალია, დანარჩენი კი - ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებები, მათ შორის - PP, E, D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯაბნის. გარდა ამისა, ქამა სოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით (32%), ამინმჟავებით. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინმჟავების მთელ სპექტრს, მათ შორის - ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. ქამა სოკო დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კილოკალორიას), ამიტომ მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, რადგან ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამა სოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამაში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებას. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, პანტოთენის მჟავა კი - დაღლილობას. სპეციალისტები ქამა სოკოს ანტისიმსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი (გამხმარი) სოკოც. ხმელი სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დავადებულთათვის. ქამა სოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის - აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. გახსოვდეთ: ქამას ძალიან ჰგავს ბევრი შხამიანი სოკო, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ სათბურში მოყვანილი პროდუქტის შეძენას გირჩევთ - უბედური შემთხვევისგან მეტად იქნებით დაზღვეული.სოკო შეიცავს საშუალოდ 90% წყლს. დანარჩენი 10% ნაწილდება დაახლოებით შემდეგნაირად: ბოჭკოვანი 4% - ნახშირწყლები, 1% - ცხიმი 4% - მინერალური ნივთიერებები 3%. სოკო შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ისინი შეიწოვება ორგანიზმის მიერ. სოკო შეიცავს მარილებს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს ვიტამინებს A, B1, C და PP. კვლევებმა აჩვენა, რომ სოკო შეიცავს ვიტამინ B და E-ს. სოკო შეიცავს ცხიმებს და ცილებს, თუთიას, მანგანუმს, იოდს და სპილენძს. 100 გრ. სოკო შეიცავს : 1. წყალი, 91 გ 2. ცილის, 4.3 გ 3. ცხიმი, 1 გ 4. ნახშირწყლები, 1 გ 5. ბოჭკოვანი, 0.9 გ 6. კალიუმის, 530 მგ 7. კალციუმის, 9 მგ 8. მაგნიუმის, 15 მგ 9. ნატრიუმის, 6 მგ 10. ფოსფორის, 115 მგ 11. რკინის, 2730 მგ 12. იოდის, 18 მგ 13. კობალტის, 15 მგ 14. მოლიბდენის, 3 მგ 15. ფტორს, 14 მგ 16. თუთია, 280 მგ 17. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), 7 მგ 18. ვიტამინი B1 (thiamine) 0.1 მგ 19. ვიტამინი B2 (riboflavin), 0.45 მგ 20. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), 30 მგ 21. ვიტამინი PP (niacin), 4.8 მგ 22. კალორია, 27 კალორია

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page