top of page

სასწაულმოქმედი ნაყენი სუსტი მხედველობისთვის - აკადემიკოს ფილატოვის რეცეპტი


100 გრამი ალოეს წვენი, 500 გრამი ნიგოზი (ან თხილი), 300 გრამი თაფლი და 3-4 ცალი ლიმონის წვენი – ყველაფერი ეს კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, მთელ ორგანიზმსაც აჯანსაღებს. ნაყენისთვის საჭირო ინგრედიენტები შეიცავს ისეთ ვიტამინს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. მიიღეთ მანამ, სანამ არ გამოგისწორდებათ მხედველობა. გაითვალისწინეთ, ალოე აუცილებელია იყოს 2-3 წლის მაინც. მცენარეს მოაჭერით ქვედა, ანუ შედარებით ძველი ფოთლები ისე, რომ არ დააზიანოთ ზედა, ახალგაზრდა ფოთლები. გარეცხეთ ადუღებული წყლით, მოაშორეთ ეკლები და დაჭერით წვრილად, შემდეგ გაწურეთ. ამ რეცეპტის ავტორი, აკადემიკოსი ფილატოვი, გვირჩევს, რომ ნაყენის მომზადებამდე ალოეს ფოთლები გავრეცხოთ და რამდენიმე დღე მაცივარში შევინახოთ, ვინაიდან ამ დროს ხდება ბიოგენური სტიმულატორების გამოყოფა, რაც მცენარეს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთხელ მომზადებული ნაყენი დიდი ხანი არ მიიღოთ, რადგან შეიძლება გააღიზიანოს კუჭი და გამოიწვიოს ანთებითი პროცესი.

Comentarios


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page